GE

ჭავჭავაძის 53ა,                             ტელ: +995 (32) 225 82 43            ელ. ფოსტა:  info@sangu.edu.ge
თბილისი, საქართველო                       +995 (32) 225 81 46            ვებ-გვერდი: http://www.sangu.edu.ge

მეტი
ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა
SANGU - ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა:
 
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი, სპეციალობა: ტურიზმი
კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS  კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ნიკო კვარაცხელია;
საკონტაქტო პირი: რატი აბულაძე
 
ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს №460 გადაწყვეტილებით.
 
საგანმანათლებლო პროგრამა  კარგ შესაძლებლობას სთავაზობს ტურიზმის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს, საფუძვლიანად შეისწავლონ სფერო და ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.
 
კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრის კვალიფიკაცია, რაც მათაძლევთ საშუალებას დასაქმებულ იქნან ბიზნეს-ადმინისტრირების ფართო სპექტრით;
 
ტურიზმის სპეციალობაში მიღებული უნარ-ჩვევებიიმის გარანტიაა, რომ კურსდამთავრებულებიდასაქმდნენ ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მზარდ და პოპულარულ - ტურიზმის სფეროში; 
 
ტურიზმი გამოყენებითი მეცნიერებაა, შესაბამისად, მისი დაუფლება მჭიდროდაა დაკავშირებულიპრაქტიკულ სწავლებასთან. საგანმანათლებლო პროგრამის ძლიერი მხარეა მისი პრაქტიკული კომპონენტი. პრატქიკის განხორციელების მიზნით უნივერსიტეტს აქვს ქმედითი მემორანდუმები და ხელშეკრულებები პოტენციურ დამსაქმებლებთან. ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გერმანიის უმაღლესიკატეგორიის სასტუმროებში გაიარონ სამთვიანი პრაქტიკა.
 
საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები
 
ტურიზმის ბიზნესის საბაკალავრო პროგრამაორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტოგანათლების მიღებაზე, ტურიზმის ბიზნესის მართვისთეორიული საფუძვლების სწავლებასა და ტურიზმისბიზნესის და კურორტების სფეროში კვალიფიციურისპეციალისტების მომზადებაზე.
პროგრამა უზრუნველყოფს ბაკალავრისათვის აუცილებელი კომპეტენციის განვითარებას.
 
ცოდნა და გაცნობიერება: კურსდამთავრებული ერკვევა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების თანამედროვეკონცეფციებსა და მოდელებში; ორგანიზაციათა დადაწესებულებათა ტურიზმის ბიზნესის რესურსებისმართვის თანამედროვე მეთოდებში; კომპეტენციის  ფარგლებში ტურიზმის სფეროში მიმდინარეცვლილებების, მოქმედი დაკრედიტების  მექანიზმისფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებში თავისი; ტურიზმის  სფეროს ანალიზის რაოდენობრივ და სტატისტიკურ მეთოდებში; მომსახურების სახეებში, მეთოდებსა და საკანონმდებლო ბაზაში; ტურისტული პროდუქტის ფორმირებისა და ფუნქციონირებისპრინციპებში; ტურის მომზადებისა და მომსახურების პრინციპებში; ტურისტული საწარმოს საქმიანობაში;ტურისტული მარშრუტის ტექნოლოგიაში; ტურისტული ფირმის ფუნქციონირების თავისებურებებში; ტურისტული ბაზრების ფუნქციონირების საკითხებშიმონათესავესფეროებთან, ბიზნესის მართვის ბერკეტების კავშირ-მიმართებაში;
 
აცნობიერებს: მდგრადი ტურიზმის განვითარების ინსტრუმენტების მნიშვნელობას; სასტუმროსა და ტურისტული კომპანიების მუშაობის პრინციპებს; ტურიზმის ბიზნესისა და მენეჯმენტის საფუძვლებს;სასტუმროსა და განთავსების სხვა საშუალებების ფუნქციონირების თავისებურებებს; რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მართვის თავისებურებებს; აცნობიერებს სამართლებრივ, ეთიკურ და კროსკულტურულ პასუხისმგებლობას ტურისტულ ორგანიზაციაში და საზოგადოებაში.
 
იცის: ტურიზმის ბიზნესის სფეროს სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული ასპექტები, მათემატიკური მეთოდები. ბიზნესის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების განვითარების ტენდენციების გამოვლენის, კანონზომიერებების დადგენისა და პროგნოზირების მეთოდები და ხერხები, ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპები; მმართველობითი საქმიანობის განხორციელების მარკეტინგული ხერხები და საშუალებები; ტურიზმის ბიზნესის მომსახურების, მისი მრავალსახეობებისა დატურიზმის მომსახურების გაყიდვის თავისებურებები; ბიზნესის  სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდები;ღონისძიებების ორგანიზების ტექნოლოგია; მენეჯმენტის ფუნქციები, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება-განხორციელების ეტაპები; ეკონომიკური თეორიის ძირითად პრინციპები; ტურიზმის ბიზნესის სფეროშიმიმდინარე ცვლილებების, მოქმედი მართვის მექანიზმისფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხები;ბიზნესის სფეროში ახალი იდეების გენერირება დაბიზნესის ორგანიზება; ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტრუქტურის სწორად განსაზღვრა დაბიზნეს გარემოს ანალიზი და მასთან ადაპტირება; ათვისებული ცოდნის ლოგიკურად და თანმიმდევრულად წარმოდგენა; ახალი ინფორმაციის კონკრეტიზირება და მისი ახსნა-განმარტება; დისციპლინის მეთოდებისა და ტექნიკის სწორად გამოყენება; ელექტრონულ ცხრილების გამოყენება ტურისტული კომპანიის მუშაობის შედეგების ანალიზისათვის; სასტუმროს მართვაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება; ტურისტთა განთავსების საშუალებების კლასიფიცირების პრინციპები; სასტუმრო კომპლექსების, ასევე მცირე სასტუმრო სახლებისა და საოჯახო სასტუმროების მართვის თავისებურებანი; ტურისტთა კვების ობიექტების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები; ტურისტთა კვების  თავისებურებანი და მენიუს შედგენის პრინციპები;ახალი ტურისტული პროდუქტის ჩამოყალიბებისა და გასაღების მეთოდიკა;
 
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ბაკალავრი უნდა ფლობდეს: პროფესიული საქმიანობის სფეროშიოპერატიული ინფორმაციის მოძიების, პირველადიმონაცემების ინტერპრეტაციის, შეფასების, დამუშავებისადა შენახვის ტექნოლოგიებს; მოვლენებისა და პროცესების ანალიტიკური შეფასებისა და წამოჭრილპრობლემათა ოპერატიული დიაგნოსტიკის, მათი გადაჭრის ღონისძიებათა დასახვის, საკუთარიკომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებათა მიღებისუნარ-ჩვევებს; მის წინაშე დასახული მიზნებისა დაამოცანების წარმატებით განხორციელების პრაქტიკულჩვევებს; დროის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარს;
 
ბაკალავრს უნდა შეეძლოს: ტურისტული პროდუქტის გაყიდვის ინსტრუმენტების გამოყენება; სხვადასხვა ტიპის სასტუმროს შიდა სტრუქტურებში საქმიანობის წარმართვა; სასტუმროს მომსახურე პერსონალის  შერჩევა და მართვის  ტექნოლოგიების პრაქტიკულად განხორციელება; სასტუმროს მართვაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება; ტურისტთა სწორი და უსაფრთხო კვების ორგანიზება და განხორციელება; ტურისტთან/კლიენტთან მუშაობა; ტურისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების გამოყენება;საზოგადოებასთან ურთიერთობა და გააჩნდეს საკუთარი ცოდნის დემონსტრირების უნარი; ტურისტული საწარმოს საქმიანობის  განმსაზღვრელი ფაქტორების შეაფასება;შეაფასოს და წარმოადგინოს ტურის ტიპები, ფორმები/სახეები; შეაფასოს შიდა ტურიზმის განვითარების ტენდეციები დამოუკიდებლად ან მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში; შეაფასოს და წარმოადგინოს ტურისტთა განთავსების საშუალებების კატეგორიები დანიშნულებისა და მომსახურების მიხედვით; შეაფასოს და წარმოადგინოს ტურისტთა კვების თავისებურებანი; შეაფასოს რესტორნების ბიზნესის განვითარების  ტენდენციები  მისი თავისებურებების გათვალისწინებით; მომხმარებელთა მომსახურების საკითხებში მყარი ცოდნის დემონსტრირება; ტურიზმის ბიზნესში მომსახურების მიმწოდებლებთან ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უნარის დემონსტრირება; სასტუმროს მომსახურე პერსონალის დაქირავება-მართვასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემების გადაჭრის უნარის დემონსტრირება;   მენიუს შედგენის და მისი კვებითი ღირებულების სწორად შეფასების უნარი; IT(ინკლუზიური ტური) და ET(ექსკლუზიური ტური) ტურისტული ჯგუფების მომსახურების თავისებურებათა წარმოდგენა;
 
დასკვნის უნარი: ტურიზმის სფეროში მიმდინარემოვლენების ანალიზი და პროცესების თვისობრივი დარაოდენობრივი მახასიათებლების დადგენისა  დაშეფასების-ანალიზის უნარი; თავისი კომპეტენციების ფარგლებში ტურიზმის ბიზნესის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზისა და მათი კანონზომიერების გამოვლენის უნარი;
 
კომუნიკაციის უნარი: ტურიზმის   სფეროში ბიზნეს-კომუნიკაცია როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენაზე; თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციოტექნოლოგიების დამოუკიდებლად გამოყენება; ტურიზმისა და კურორტების   სფეროში საკუთარისწავლის პროცესის წარმართვა თეორიული წყაროებისათუ ინფორმაციული რესურსების ფართო სპექტრისგამოყენებით; სამეწარმეო საქმიანობის პროცესშისაგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობის უნარი. ტურიზმის სახელმწიფო სისტემის და სხვა ინსტიტუციური სტრუქტურების გამოცდილთანამშრომლებთან თუ ხელმძღვანელთან, აგრეთვეკვალიფიციურ სპეციალისტებთან საჭიროებისშემთხვევაში კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისჩატარების უნარი.
 
სწავლის უნარი: დამატებით სპეციალობაში შემავალი დისციპლინებში საკუთარი სწავლის პროცესისწარმართვა თეორიული წყაროებისა თუ ინფორმაციულირესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარიცოდნის დონის შეფასება და მისი გაღრმავების მიზნითშემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა; ტურიზმის  სფეროში აპრობირებული ახალტექნოლოგიათა დამოუკიდებლად ათვისება შემდგომიპროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად; ტურიზმის  სფეროს სამეცნიერო დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობა; დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სწავლის გაგრძელება.
 
ღირებულებები: მიღებული ცოდნა და პროფესიულიუნარი საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებსსაკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წვლილი შეიტანონტურიზმის ბიზნეს-გარემოს სრულყოფაში, წარმოებისმაღალი კულტურული ფასეულობების დამკვიდრებაშიდა საწარმოთა ეფექტიან ფუნქციონირებაში. ისინიშეძლებენ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზნეობრივიდა პროფესიული ღირებულებების ფორმირებაში დასაკუთარი წვლილი შეიტანონ ამ ღირებულებებისდამკვიდრებასა და მათ განვითარებაში.
 
უნივერსიტეტში მოქმედი შეფასების სისტემა

 
სტუდენტი პროგრამის თითოეულ კომპონენტში ფასდება 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. ყოველი სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი ასრულებს სილაბუსით გათვალისწინებულ დავალებებს, ამზადებს პრეზენტაციას, მონაწილეობს დისკუსიებში და ერთვება ყველა სხვა აქტივობაში, რაც აუცილებელია სასწავლო კურსის მიზნების მისაღწევად. ამასთან, გამოკითხვის სახე, სტუდენტის მიერ მოსამზადებელი პრეზენტაციის და სხვა საკითხების შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მოცემული სასწავლო კურსების სილაბუსებში.
 
ყოველ სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასების სახით მოპოვებული აქვს არანაკლებ 20 ქულა. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება ხორციელდება საბაკალავრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქციის შესაბამისად.

შეფასების სისტემა ითვალისწინებს ხუთი სახის დადებით შეფასებას:
  • (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
  • (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
  • (C) კარგი – 71-80 ქულა;
  • (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
  • (E) საკმარისი – 51-60 ქულა.
შეფასების სისტემა ასევე ითვალისწინებს ორი სახის უარყოფით შეფასებას:
  • (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება; დამატებითი გამოცდა ტარდება დასკვნითი შეფასების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის შემდეგ.
  • (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებულ ქულათა რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი შეფასება და აისახება სასწავლო კურსის საბოლოო შეფასებაში.
 
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების გათვალისწინებით საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F - 0 ქულა.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს. პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის გავლის გარეშე ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ასევე, შესაძლებელია, მობილობის წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანება №10/ნ-ით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ შესაბამისად.
 
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ასევე, შესაძლებელია, შიდა მობილობის წესით. შიდა მობილობის ვადები და პროცედურები დგინდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით და თავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
 
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები:
საგანმანათლებლო პროგრამაში გამოყენებული სწავლა-სწავლების მეთოდები პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების მეთოდები.
 
პროგრამის თითოეულ საგანში დაბალანსებულია თეორიული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები. თეორიული მეცადინეობა გულისხმობს ლექციებს, სემინარებს, სპეციალური ლიტერატურის დამუშავებას, მოხსენებების პრეზენტაციას. იგი ემსახურება წიგნზე მუშაობის, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების უნარის გამომუშავებას. სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად ეძლევა დავალება, რომელსაც იგი ასრულებს წიგნზე მუშაობის, მოხსენების გაკეთების გზით და სხვ.
 
სალექციო კურსის თეორიული მასალა ინტერაქტიული სწავლების ძირითად სტრატეგიებს ეყრდნობა. სწავლების აქტივიზაციისთვის ხდება ადრე მიღებული ცოდნის გამოყენება. საგნის შესასწავლად გამოყენებულია სიტყვიერი გადაცემის მეთოდი, თვალსაჩინოების ჩვენება Power Point-ით.
 
პრაქტიკული მეცადინეობები კი ემყარება შემთხვევის ანალიზს, მუშაობას მცირე ჯგუფებში, რეალური ბიზნეს საქმიანობებისა და კომპანიების მენეჯერულ, ფინანსურ, სტრატეგიულ, მარკეტინგულ ანალიზს. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტს გამოთქვას საკუთარი აზრი როგორც რეალურ სიტუაციებზე, ასევე შეადაროს ერთმანეთს თეორიული ცოდნა პრაქტიკაში არსებულ ვითარებას. ანალიტიკურად გაიაზროს ნასწავლი მასალა და ისწავლოს მოვლენების ახსნა-განმარტება, აღწერა და ანალიზი. იგი მოითხოვს სტუდენტისაგან გონებრივ იერიშს დასმულ საკითხზე. სასწავლო საგნების გარკვეული დისციპლინები ნაწილი (ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯერული ეკონომიკა, ფინანსური მენეჯმენტი და სხვ.) დამყარებულია სავარჯიშოებისა და ამოცანების ამოხსნაზე, რაც აადვილებს თეორიული მასალის გააზრებასა და შესწავლას.
 
ყველა ლექცია ეფუძნება ახსნა–განმარტებით მეთოდს, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები კი - ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას. ლექციაზე სალექციო მასალის ვიზუალურ პრეზენტაციას თან ახლავს ვერბალური განმარტება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პირდაპირი სწავლებისა და კოლექტიური (ჯგუფური) შესწავლის მეთოდებს.
 
სწავლებისას გამოყენებული მეთოდები ითვალისწინებს საგნის სპეციფიკას და ემსახურება როგორც მასალის თეორიულ აღქმას, ასევე მის ვიზუალურ წარმოდგენას, რომელიც შესაძლებელია სასწავლო ვიდეო-ფილმების, სქემების, დემონსტრირების მეთოდის გამოყენებით. ხშირ შემთხვევაში 6 ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. სწავლებისას გამოსაყენებელი ეს მრავალფეროვანი მეთოდები მიმართულია პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე.
 
სწავლის შეღავათიანი პირობები:
აბიტურიენტი, რომელიც თავის განცხადებაში ამ საბაკალავრო პროგრამას მიუთითებს პირველ, მეორე ან მესამე ნომრად, მოიპოვებს ნებისმიერი ოდენობის სახელმწიფო გრანტს და ჩაირიცხება ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე, სწავლების პირველი სემესტრის განმავლობაში ისარგებლებს შემდეგი სახის ფინანსური მხარდაჭერით:
  • სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა 100% გრანტი დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია 125 ლარის ოდენობით;
  • 70%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის დარჩენილ 30%-ს;
  • 50%-იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ქართული უნივერსიტეტი დაფარავს სტუდენტის სწავლების წლიური საფასურის 20%-ს;
ფინანსური მხარდაჭერა ამ კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველ მომდევნო სემესტრშიც გაგრძელდება, თუ აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი წინა სემესტრში, თითოეულ სასწავლო კურსში არ იქნება ნაკლები 81 ქულაზე.
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები