GE

მ.კოსტავას ქ. #6, 1 სად, 3 სართ, ო-9      ტელ.: (+995) 592 34 03 10        ელ.ფოსტა: skolaiuristta@gmail.com
გარსევანიშვილის #3                                            (+995 431) 25 12 27           
შ.რუსთაველის გამზ #71                                
თბილისი, გორი, ქუთაისი, საქართველო

მეტი
ერთდღიანი სერტიფიცირებული კურსი შრომის სამართალში
,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ აცხადებს მიღებას სერტიფიცირებულ 1-დღიან კურსზე შრომის სამართალში.

კურსს წარუძღვება სამართლის დოქტორი ბ-ნი გიორგი ამირანაშვილი.

ტრენინგის მიზანია მონაწილეებისათვის ინფორმაციის მიწოდება მათი, როგორც დასაქმებულების, შრომითი უფლებების კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური სტანდარტების შესახებ. შრომითი ხელშეკრულების მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი მოიცავს დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის მომწერსრიგებელ ძირითად საკითხებს როგორც წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობის (შრომითი პირობები) პერიოდში, ისე შრომითი ურთიერთობის დასრულების ეტაპზე.
 
ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეებისათვის დასაქმებულის შრომითი უფლებების შესახებ ძირითადი და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებაზე. მის მთავარ სამიზნე აუდიტორიას შეიძლება ახალგაზრდები წარმოადგენენ, თუმცა ტრენინგმოდული საინტერესო იქნება შედარებით უფროსი თაობის პირებისთვისაც და უზრუნველყოფს მათი ცნობიერების ამაღლებას, რათა შრომითი უფლებები უფრო გასაგები გახდეს ნებისმიერი ადამიანისათვის, მისი ასაკის, გამოცდილების, განათლებისა თუ პროფესიის მიუხედავად.
 
ტრენინგი შეძლებისდაგვარად გაჯერებულია პრაქტიკული დავალებებითა და სავარჯიშოებით, რაც შესაძლებლობას იძლევა, უფრო მეტად თვალსაჩინო გახდეს ცალკეული შრომითი უფლება და მონაწილეებმა მარტივად შეძლონ აღნიშნულთან დაკავშირებული საკითხების აღქმა/გაცნობიერება.

ტრენინგის შედეგად თქვენ შეისწავლით:
  • რა არის შრომითი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები და როგორ უნდა განასხვაონ იგი სხვა მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობებისგან, როგორებიცაა ნარდობისა და მომსახურების ხელშეკრულებები;
  • რა არის წინასახელშეკრულებო ეტაპის თავისებურებები, დაწყებული ვაკანსიის გამოცხადებით, გასაუბრებითა და კანდიდატზე ინფორმაციის მიღებით დამთავრებული;
  • რა არის გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების თავისებურებები და როგორია მხარეთა უფლება-მოვალეობები გამოსაცდელი ვადის პერიოდში;
  • რა არის არასრულგანაკვეთიანი/ნახევარგანაკვეთიანი სამუშაოს არსი, შეთავსებითი სამუშაოს თავისებურებები;
  • რას გულისხმობს შრომის პირობების დაცვა და უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, რაც ნებისმიერი ასაკის, მით უმეტეს ახალგაზრდა დასაქმებულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია;
  • რა არის შრომითი ურთიერთობის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, რასთან დაკავშირებითაც, ქართულ რეალობაში არაერთი სამართლებრივი პრობლემა წარმოშობილა და უამრავ სასამართლო დავას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, პირები, რომლებიც უკვე დასაქმებულია ან მომავალში დასაქმდებიან, გაცნობიერებული უნდა იყვნენ ამ საკითხებში, რათა არ შეილახოს მათი შრომითი უფლებები ან შეძლონ დარღვეული უფლებების აღდგენა.
ტრენინგი განკუთვნილია:

- დასაქმებულთათვის
- სამუშაოს მაძიებელთათვის
- სტუდენტებისთვის
- თემატიკით დაინტერესებული სხვა პირებისთვის

კურსის ხანგრძლივობაა 5 საათი;
კურსის ღირებულება 50 ლარი;
ყავის შესვენება
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“-ს სერტიფიკატი.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები