GE
ბიზნეს სამართლის ონლაინ კურსი
ღირებულება: 125 ლარი

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“ აცხადებს მიღებას გრძელვადიან ონლაინ კურსზე ,,ბიზნეს სამართალი“

უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და საერთაშორისო ხასიათის გარიგებების სიხშირე საქართველოში იურისტების მიმართ ახალ მოთხოვნებს ადგენს. ეს უკანასკნელი პირველ რიგში ვლინდება ბიზნეს სამართლის სფეროში, რომლის ფარგლებში წარმატებული საქმიანობა ადგილობრივ სამართლის ცოდნასთან ერთად,  უნდა მოიცავდეს საერთაშორისო სამართლებრივი კულტურასა და პრაქტიკასთან სიახლოვეს.

სასწავლო პროცესი მოიცავს სალექციო ნაწილს და სხვადასხვა პრაქტიკული შემთხვევის ანალიზს. ტრენინგის გავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ რთული ბიზნეს-ტრანზაქციების დამოუკიდებლად შესრულებას, მიიღებენ სწორ და სამართლებრივად დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს.

ბიზნეს-სამართლის ტრენინგი გულისხმობს საწარმოს დაფუძნების, მართვის, საწარმოთა შერწყმის, დაყოფის და გარდაქმნის, წილების/აქციების შეძენის, ლიკვიდაციის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის საკითხებს.    ტრენინგის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ოფიციალური დოკუმენტაციის სამართლებრივად გამართულად შედგენისა და გაფორმების წესებს, შეიძენენ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში დაეხმარებათ.

ბიზნეს სამართლის ტრენინგის თემატიკა მოიცავს:

  • სამეწარმეო სამართალი – ცნება, პრინციპები, რომელი საქმიანობა არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობად, სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და მათი მოკლე მიმოხილვა (ინდ. მეწარმე, კს, სპს, შპს, სს, რკ), მეწარმე სუბიექტთა რეგისტრაცია; საწარმოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა; რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია.
  • სახელშეკრულებო სამართალი – ნება, გარიგებები,გარიგებათა სახეები, ფორმები, გარიგების ბათილობა, საცილოდ და უცილოდ ბათილი გარიგებები; ხელშეკრულებები, ხელშეკრულების სახეები, ოფერი, აქცეპტი, ხელშეკრულების დადება, მოშლა, შეწყვეტა; ცალკეული ხელშეკრულებების მოკლე დახასიათება (ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, ნარდობა, ქირავნობა, იჯარა, დაზღვევა, ლიზინგი, სესხი).
  • შრომის სამართალი – ცნება, მოქმედების სფერო, ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები, სამუშაოს შესრულება; ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შვებულება, შრომითი ურთიერთობების შეჩერება-შეწყვეტა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და მიცემის წესი, შრომის ისაფრთხოება.
  • სანივთო სამართალი – ცნება, ქონება, უძრავი და მოძრავი ნივთები, მფლობელობა, საკუთრება, საკუთრების შეძენა მოძრავ და უძრავ ნივთებზე, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი, გირავნობა, იპოთეკა.
  • ინტელექტუალური სამართალი – ინტელექტუალური საკუთრების ცნება, სამრეწველო საკუთრების ობიექტების ზოგადი მიმოხილვა, სასაქონლო ნიშანი, დაცვის კრიტერიუმები მფლობელის განსაკუთრებული უფლებები, გამოგონების, სასარგებლო მოდელისა და პატენტის ცნებები, „საქპატენტი“.
  • საგადასახადო, საბაჟო, სალიცენზიო და სანებართვო სამართალი – ცნებები, გადასახადის სახეები; საბაჟო ოპერაციების სახეები, ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, კონტროლისა და გაუქმების წესები;

ტრენინგის   მიზანია თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა ბიზნეს სამართლის სფეროში. ის ორინტირებულია იურიდიული პრაქტიკის ისეთი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, რომელიც გაუადვილებს დაინტერესებულ პირს საერთაშორისო გარემოში მუშაობას.

ტრენინგის ფარგლებში გამოყენებულ იქნება სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მსმენელების მაქსიმალური ჩართულობა და ძირითადი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე

ტრენინგი განკუთვნილია იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის,  რომელთაც აქვთ სურვილი გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ პრაქტიკაში მისი რეალიზაციის უნარი.

კურსს წარუძღვება იურისტები, აღნიშნულ სფეროში გამოცდილი ტრენერები ბ-ნი რაულ აგიკიანი და ქ-ნი ირმა კახიძე. 

კურსის ხანგრძლივობაა 30 საათი. ჩატარდება 10 შეხვედრა, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 3 საათი; ტრენინგი ჩატარდება საღამოს საათებში 19:00-22:00 საათებში.

კურსის საფასური შეადგენს 125 ლარს; "საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა"-ს მსმენელებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ,,საქართველს იურისტთა უმაღლესი სკოლა“-ს სერთიფიკატი.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დისტანციური
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები