GE
ტურისტული მარშრუტების მოდელირების ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსები
ღირებულება: 260 ლარი
პირველად საქართველოში! საქართველოს უნივერსიტეტი და ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი ტურისტულ ბიზნესში დასაქმების მსურველებს გთავაზობთ ტურისტული მარშრუტების მოდელირების ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელ მოკლევადიან სერტიფიცირებულ კურსებს.
 
კურსის მიზანი:
გააცნოს მსმენელებს ტურისტული ინტერნეტ რესურსები, ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში TravelGIS-ში განთავსებული საქართველოს ტურისტული მარშრუტები და ობიექტები (კულტურულ მემკვიდრეობა, ბუნების ძეგლები, ხედები, ლანდშაფტი, საპიკნიკე ადგილები, ღამისთევისა და კვების ობიექტები, ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი მოსახლეობა), შეასწავლოს ახალი ტურისტული მარშრუტების მოდელირება როგორც კამერალურ, ასევე საველე პირობებში, რისთვისაც კურსის ბოლო ეტაპზე მოეწყობა ერთდღიანი გასვლა წინასწარ დაგეგმილ ტურისტულ მარშრუტზე.
 
კურსის შედეგი:
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის ტურისტული მარშრუტებისა  და ინტერნეტ რესურსების  საფუძველზე დამოუკიდებლად შექმნან ტური და თავად გაუწიონ მომსახურება ტურისტულ ჯგუფებს.
 
კურსის თემატიკა:
  • ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების ინტერნეტ რესურსები;
  • ტურის მოდელირებისსტანდარტები, საველე და კამერალური სამუშაოების ეტაპები;
  • ელექტრონული ტურისტული გზამკვლევის TravelGIS-ის ტურისტული მარშრუტები და ობიექტები საქართველოს მხარეების მიხედვით;
  • TravelGIS-ზე არსებული ტურისტული რესურსების ბაზაზე ახალი ტურების მოდელირება;
  • ტურის მოდელირება საველე პირობებში.
სწავლის მეთოდი:
ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა კომპიუტერულ აუდიტორიაში, ინტერნეტ რესურსების მოძიება და ონლაინ მოდელირება, საველე პრაქტიკა.
 
მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: 8-15
კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა, 6 ორსაათიანი მეცადინეობა კვირაში სამჯერ საქართველოს უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიაში და ერთდღიანი საველე პრაქტიკული მეცადინეობა.
 
კურსის ღირებულება: 260 ლარი (თანხაში შედის 6 მეცადინეობის - 12 სთ-ის ღირებულება, წინასწარ დაგეგმილ ტურზე ერთდღიანი საველე პრაქტიკადა მსმენელის მიერ დამუშავებული ტურისტული ობიექტის განთავსება TravelGIS გლობალურ საერთაშორისო ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში საავტორო უფლების დაცვით).
 
მსმენელებთან შეთანხმებული მოქნილი გრაფიკით.
 
აპლიკაციების მიღების ვადა 25 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 27 მარტს!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები