GE
ინგლისური ენის კურსების ფართო არჩევანი მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან

სასწავლო ცენტრი “აიელსი” სამშაბათიდან, 7 ივლისიდან, ჩვეულებრივ, დასწრებული ფორმით ოფისში და ასევე ონლაინ რეჟიმში აგრძელებს მსმენელების მიღებასა და მეცადინეობებს.

გთავაზობთ ზოგადი ინგლისური ენის საფუძვლიან სრულ კურსს დონეების მიხედვით: A1-A2, B1-B2, C1-C2. ზოგადი კურსი გათვლილია ნებისმიერი დონის ინგლისური ენის შემსწავლელთათვის და  მოიცავს გრამატიკის სრულ კურსს A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით. ჯგუფებში სტუდენტების განაწილება ხდება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. სწავლების პროცესში დიდი დრო ეთმობა ზეპირ კომუნიკაციას, ენის შესწავლა ხდება ასაკის შესაბამისი თეორიული მასალებითა და აქტივობებით, საკომუნიკაციო სავარჯიშოებით, თემატური დიალოგებით, აუდიო და ვიზუალური მასალების გამოყენებით. 

ერთი თვის სასწავლო გადასახადი ერთ მოსწავლეზე შეადგენს: I-IV დონე: ჯგ. 3-4 მოსწავლე, კვ. 8 გაკვ. 70-100 ლარი,  წყვილში 120 ლარი, ინდივიდუალური 150 ლარი. V-VIII დონე: ჯგ. 110-120 ლარი, წყვილში 150 ლარი, ინდივიდუალური 180 ლარი.

ასევე შესაძლებელია გაიაროთ:

  1. ინგლისური ენის ზოგადი კურსი A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით. 
  2. ინგლისური ენის 2-თვიანი სასაუბრო კურსი (კურსს ეთმობა 48 საათი) – ეფექტური და უმარტივესი გზა საკომუნიკაციო ენის სწრაფად შესწავლისკენ, რომელიც აპრობირებულია მთელს მსოფლიოში.
  3. ინგლისური ენის სახალისო გაკვეთილები 7-11 წლის ბავშვებისთვის.
  4. საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდიებისთვის მომზადება (PET, KET, TOEFL, FCE, IELTS, CAE).
  5. GMAT, SATGM მოსამზადებელ კურსი.
  6. ინგლისურის ენის პედაგოგებისთვის სასერტიფიკატო კურსი.
  7. ინგლისური ენა გიდებისთვის.
  8. ინგლისური ენა სასტუმროს თანამშრომლებისთვის.
  9. ინგლისურენოვანებისთვის ქართული ენა
  10. მომზადება საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის
  11. ინგლისური ენა ON-LINE
  12. ინგლისური ენა კორპორატიული კლიენტებისთვის. 
  13. ბიზნეს–ინგლისური. 

კურსის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გაიცემა ევროპული სტანდარტის ორენოვანი სერტიფიკატი. 

ჩვენ ვემსახურებით როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნეს კომპანიებს და სახელმწიფო სტრუქტურებს, მათი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ამოცანების შესაბამისად.

ჩვენ შევკრიბეთ პედაგოგების მაღალკვალიფიციური გუნდი, შევქმენით საჭირო მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და მუდმივად ვზრუნავთ სწავლების  პროცესის   სრულყოფაზე. ენდეთ ჩვენს 12-წლიან გამოცდილებას! 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები