GE
ბიზნესის ადმინისტრირების კურსი
ღირებულება: 420 ლარი
ტრენინგის შესახებ:
აღნიშნული კურსი ხაზს უსვამს ბიზნესის ინტერდისციპლინარულ მახასიათებლებს და მონაწილეებს აძლევს საშუალებს, მიიღონ ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპიებისა თუ პარადიგმების შესახებ, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობისთვის.
 
მოცემული ტრენინგ-კურსი, ახდენს ბიზნესის მიმართულებით არსებული თეორიული ცოდნისა და თანამედროვე პრაქტიკული გამოცდილების სინთეზირებას სამეწარმეო სულისკვეთების ამაღლებისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიზნით. მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას ბიზნესის ზოგად მართვასთან, ადამიანური რესურსის მოტივირებასთან, ორგანიზაციაში გუნდების ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამასთანავე, აქცენტები გაკეთდება ქართულ სამეწარმეო სპეციფიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც ადგილობრივად არსებობს სამეწარმეო საქმიანობის შემდგომი განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე.  
 
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
აღნიშნული კურსი გათვლილია მონაწილეებზე, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი მცირე ბიზნესი ან სურთ მისი წამოწყება; მონაწილეებისთვის, რომლებიც არიან ახალი პასუხისმგებლობებისა და გამოწვევების ძიებაში; რომლებსაც სურთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკების თაობაზე და განავითარონ „ადამიანური უნარები“.
 
რას ვისწავლით?
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა შემდეგი საკითხების გარშემო:
  • ბიზნესის გარემოს ანალიზი;
  • ბიზნეს ორგანიზაციის ძირითადი ფორმების იდენტიფიკაცია;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის ფორმირება განსხვავება და ოპტიმიზაცია;
  • ბიზნესის ეთიკის როლი და მნიშვნელობა;
  • SWOT ანალიზის როლი და მისი შედგენა;
  • პერსონალის შეფასებისა და მოტიცავიის მეთოდიკის განსხვავება და გამოყენების პრინციპები;
  • სახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმები და მათი გამოყენების უპირატესობები;
  • ბიზნეს ორგანიზაციაში მდგრადი განვითარების პრინციპების;
  • ბიზნეს გეგმის როლის იდენტიფიცირება და მისი ძირითადი კომპონენტები.
ტრენინგის მეთოდიკა:
ტრენინგის მეშვეობით ხდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების კომბინირება. მთელი კურსის განმავლობაში განხილული იქნება თემატური ბიზნეს ქეისები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების გატესტვა მინიმალური რისკების ფონზე.
 
ტრენერი - ოთარ ანთია
 
2014 წლიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უშუალოდ პასუხისმგებელი პირი ინდუსტრიული და მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებების განხორციელებაზე.
 
2014 წლამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და თანამშრომლობდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან საქართველოში მწვანე ბიზნესისა და მწვანე ტრანსპორტის შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიმართულებით.
 
ოთარი გახლავთ საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მოწვეული ლექტორი (ლიდერობა და თანამედროვე მენეჯმენტი) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს  ენერგო მენეჯმენტში, არის აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და „ერასმუს მუნდუსის“  აკადემიური გაცვლითი პროგრამების სტიპენდიანტი.
 
IBSU Training Center-ის ტრენერი.

ტრენინგის ხანგძლივობა: 24 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 420 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე)
ტრენინგის დაწყების თარიღი: 18 ივნისი
განაცხადის შეტანის ბოლო დღე: 17 ივნისი
ტრენინგი ჩატარების დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 – 21:00 სთ.
 
სასწავლო მასალები უფასოა და შედის სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
 
პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები