GE
მასწავლებლებისთვის/მასწავლებლობის მსურველებისთვის ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდის ტრენინგი

ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდის ტრენინგი მასწავლებლებისთვის/მასწავლებლობის მსურველებისთვის

ტრენინგის მიზანია- მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველათა გადამზადება სასერტიფიკაციო გამოცდისთვის. საგამოცდო საკითხების შესრულების სტრატეგიების შემუშავება, მოსმენის, კითხვის, წერისა და ლაპარაკის უნარზე მორგებული საკითხების სიღრმისეული განხილვა, დამუშავება და შესრულება/ტესტირება. მონაწილეთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა, ფასილიტაცია და დამატებითი მასალის მიწოდება.

ტრენინგის მოსალოდნელი შედეგები:

მასწავლებლები გაეცნობიან საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს. მოსმენის, წერის, კითხვისა და ლაპარაკის უნარზე მორგებული აქტივობებისა და ტესტური დავალებების შესრულებით განსაზღვრავენ ძლიერ და სუსტი მხარეებს,შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას და მზადყოფნას საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სასერტიფიკატო გამოცდისთვის.

ტრენინგის თემატიკა მორგებულია მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების საკითხებს და იშლება 4 მიმართულებით:

  • ლაპარაკის უნარის განვითარება: საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მობილიზებით; სიტუაციური ამოცანებით; .ქეისების განხილვით; როლური თამაშით;.გამოცდის იმიტირებით.
  • მოსმენის უნარის განვითარება: მოსასმენი დავალებების სტრატეგიების შემუშავებით; ტექსტში დეტალური ინფორმაცის მოძიებით; ზოგადი ინფორმაციის გაგება-გააზრებით; შერჩევითი სელექციური მოსმენის ტიპით; გამოცდის იმიტირებით.
  • წერის უნარის განვითარება: სიტყვათწარმოების განხილვით; ტექსტში სხვადასხვა ტიპის შეცდომების გამოვლენა-შესწორებით; საქმიანი-ფორმალური წერილის შედგენით; არგუმენტირებული ესეს სტრუქტურის სწორი ფორმირებით; გამოცდის იმიტირებით.
  • კითხვის უნარის განვითარება: სტრატეგიების შემუშავებით; ტექსტში დეტალური ინფორმაცის მოძიებით; ზოგადი ინფორმაციის გაგება-გააზრებით; გამოცდის იმიტირებით

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 სთ. (1 თვე)
ტრენინგის ღირებულება: 190 ლარი
ტრენინგის დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი 

ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: შაბათი/კვირა  12:00-15:00 სთ.

  • სასწავლო მასალა გადმოგეცემათ უფასოდ;
  • კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები