GE

აღმაშენებლის ხეივანი 2, მე–13 კმ.           ტელ: +995 (32) 259 50 05/06/07
თბილისი, საქართველო                             ელ–ფოსტა: training@ibsu.edu.ge
                                                                         ვებ–გვერდი: http://ibsu.edu.ge
                                                                         ფეისბუქი: http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge  

მეტი
პოლიტიკური მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი
ღირებულება: 460 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
ტრენინგის მიზანია მსმენელებს  პოლიტიკური მარკეტინგისა და პოლიტიკური კომუნიკაციების ზოგადი არსი გააცნოს: პოლიტიკური ბაზრისა და მისი მოთხოვნილებების შესწავლის მეთოდები; პოლიტიკურ საინფორმაციო პროცესებში ჩართული აქტორების, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, ლიდერების, მედიისა და ელექტორატის კომუნიკაციის ძირითადი არხები.
 
ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ნებისმიერ, კომერციულ, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულ თუ დასაქმების მსურველ პირთათვის, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ მარკეტინგის, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციოლოგიური კვლევების სისტემასთან; ვისაც სურს მომავალი საქმიანობა საჯარო სექტორში კომუნიკაციების მიმართულებით წარმართოს. კურსი ეფექტურ მართვაში დაეხმარება როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ მენეჯერებს.
 
კურსის გავლის შემდეგ, ტესტირებისა და განვლილი საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაციის ან პროექტის საფუძველზე სტუდენტები მიიღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები მიიღებენ სარეკომენდაციო წერილს.

ტრენინგის თემატიკა:
  • პოლიტიკური მარკეტინგის საფუძვლები
  • მარკეტინგის როლი პოლიტიკაში
  • პოლიტიკური ბრენდი
  • რეპუტაცია და არქეტიპები
  • სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც ერთიანი პოლიტიკა და არა PR
  • ნარატივი
  • სამიზნე ჯგუფები - ელექტორატი
  • საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები (მოწვეული სტუმარი)
  • კომუნიკაციის ეფექტიანი სტრატეგია და წინასაარჩევნო პროგრამა
  • დამარწმუნებელი ტაქტიკები 
  • არჩევნები, როგორც პოლიტიკური ბრენდების ომი
  • საქართველოს საარჩევნო პლაკატი 1992 წლიდან დღემდე
ტრენერი: მაკა კევლიშვილი

მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოციოლოგიის მაგისტრი. ევროპის მარკეტინგის კონფედერაციისა და ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ მინიჭებული აქვს  პრაქტიკოსი მარკეტერის სტატუსი. მკვლევარი, მარკეტინგული კომუნიკაციების  ტრენერი. 8-წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულებით კერძო და საჯარო სექტორში. ამჟამად არის  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკის და დაგეგმვის განყოფილების უფროსი.

ტრენინგის ღირებულება: 460 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად: პირველი ნაწილი – ტრენინგის დაწყებამდე, მეორე ნაწილი – ტრენინგის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე).
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 სთ.
ტრენინგის დაწყების თარიღი: 30 სექტემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 1-ლი ოქტომბერი (დღის 12 საათამდე)
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ორშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 -22:00

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:
  • 25%-იანი ფასდაკლება ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის
  • 50%-იანი ფასდაკლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის Staff-ისა და სტუდენტებისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი თანამშრომლისთვის
  • 15%-იანი ფასდაკლება მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები