GE

აღმაშენებლის ხეივანი 2, მე–13 კმ.           ტელ: +995 (32) 259 50 05/06/07
თბილისი, საქართველო                             ელ–ფოსტა: training@ibsu.edu.ge
                                                                         ვებ–გვერდი: http://ibsu.edu.ge
                                                                         ფეისბუქი: http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge  

მეტი
პროექტების მენეჯმენტის კურსი
ღირებულება: 320 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
ვინ არის პროექტის მენეჯერი და ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?
ნებისმიერი ორგანიზაცია ასრულებს სამუშაოს გარკვეული მიზნების მისაღწევად. ეს სამუშაო კი იყოფა პროექტებად. პროექტის მენეჯერი და თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია აღნიშნული პროექტის წარმატებით წარმართვასა და განხორციელების პროცესში.
 
ტრენინგი განკუთვნილია, როგორც მოქმედი პროექტების მენეჯერებისათვის, ასევე დამწყებთათვის და ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლებისათვის, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულნი მცირე და დიდი პროექტების განხორციელებაში.
 
განხილულ იქნება პროექტის მენეჯმენტის მართვის სრული ციკლი, როგორც ძირითადი თეორიული საკითხების შესწავლის, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების გზით.
 
ტრენინგზე თითოეული მონაწილე გამოიმუშავებს იმ უნარებს, რაც აუცილებელია პროექტის მენეჯერისათვის, იმისათვის, რომ უკეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა.
ტრენინგი ითვალისწინებს MS Project საფუძვლების ინდივიდუალურ სწავლებას, კომპიუტერულ ლაბორატორიაში.
 
მეთოდოლოგია:
ტრენინგი მიმდინარეობს საერთაშრისო სტანდარტის PMbok 5th მიხედვით.
თეორიული მასალა მიეწოდებათ სტუდენტებს პრეზენტაციების სახით. პრაქტიკულ სავარჯიშოები შესრულდება სამუშაო ჯგუფებში სტუდენტების მიერ, ტრენერის ხელმძღვანელობით.
ტრენინგის განმავლობაში მოხდება ერთი ძირითადი პროექტის ეტაპობრივი თემატური გაშლა და მასზე მუშაობა. სტუდენტებს გადაეცემათ სასწავლო მასალები, ელექტრონული სახელმძღვანელოები და პროექტების მართვის ტემპლეიტები.
 
ტრენინგის თემატიკა:
  • შესავალი პროექტის მენეჯმენტში: ძირითადი ტერმინოლოგია, სასიციცხლო ციკლი და ფაზები, პროცესები, სამმაგი შეზღუდვა.
  • პროექტის ინიცირება: პროექტის სწორი დასაწყისი, Project Charter, PRD,
  • პროექტის დაგეგმვა:
Scope Statement და სამუშაოთა დანაწილების სტრუქტურა (WBS) შედგენა;
დროის განრიგი (Gantt Chart);
ქსელური დიაგრამის შედგენა და კრიტიკული გზის განსაზღვრა;
კომუნიკაციის დაგეგმვა;
რისკების დაგეგმვა და მართვა;
დაინტერესებულ მხარეთა დაგეგმვა და მართვა (Stakeholder Matrix),
ხარისხის მართვა და კონტროლი;
ბიუჯეტის (ხარჯების)  დაგეგმვა და მართვა;
ადამიანური და სხვა მატერიალური რესურსების დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის იმპლემენტაცია, მონიტორინგი და კონტროლი (Earned Value Management მეთოდით);
  • პროექტის დახურვა, ლიდერობა, კონფლიქტებისა და ცვლილებების მართვა;
  • MS Project ინდივიდუალური სწავლება კომპიუტერულ ლაბორატორიაში: ინტერფეისი და ძირითადი ფუნქციები, WBS შედგენა, დროის გრაფიკის (Gantt Chart) შედგენა, ხარჯების და რესურსების განაწილება, რეპორტის შედგენა.
ტრენერი: ნიკა მალაზონია
ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია MDF-ის სერთიფიცირებული ტრენერი, რომელსაც გააჩნია როგორც საფუძვლიანი თეორიული ცოდნა, ასევე მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით. WWF გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში, PIU დირექტორი. განათლება - Project Management College - George Washington University/FUT Studienkolleg Hamburg, Christian-Albrechts-Universität zu Kiel. 2011 წლიდან, არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ-ცენტრის ტრენერი.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 მარტი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 3 მარტი
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათი/ხუთშაბათი: 19:00 – 22:00 
სასწავლო მასალები უფასოა, შედის  სწავლის ღირებულებაში.
 
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები