პროექტის მენეჯმენტი - სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება:
280
ლარი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგზე: პროექტის მენეჯმენტი
პროექტის მენეჯმენტის ტრენინგი მოიცავს როგორც პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ასევე თეორიულ მასალას. განხილულ იქნება პროექტის არსი, მისი ფაზები და მათ შორის კავშირები; ორგანიზაციული სტრუქტურები და მათი გავლენა პროექტზე. მონაწილეები შეისწავლიან პროექტის გეგმის, განრიგის, ბიუჯეტის, რისკებისა და კომუნიკაციის დაგეგმვასა და მართვას.
ტრენინგი ასევე ითვალისწინებს მენეჯერული კომპეტენციების განვითარებას და ამ მიმართულებით პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას.
ტრენინგის პირველივე დღეს შეირჩევა კონკრეტული პროექტის მაგალითი და მოხდება ამ მაგალითის გაშლა დანარჩენ დღეებში.
ტრენინგის თემატიკა:
ტრენინგის პირველივე დღეს შეირჩევა კონკრეტული პროექტის მაგალითი და მოხდება ამ მაგალითის გაშლა დანარჩენ დღეებში.
ტრენინგის თემატიკა:
- პროექტის ციკლი. პროექტის არსი, ეტაპები, პროექტის მენეჯერის კომპეტენციები, პრობლემების ანალიზის მეთოდები, პროექტის იდენტიფიცირება;
- პროექტის მიზნები და ამოცანები. ლოგიკური ჩარჩო - პროექტის ინდიკატორები და დაშვებები;
- პროექტის მართვის დაგეგმვა. დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი (Stakeholder Matrix), მართვის გეგმის შემუშავება (WBS), პროექტის დიაგრამა (Gantt Chart)
- პროექტის განრიგი და პროექტისათვის საჭირო რესურსებისა და დროის გამოთვლის მეთოდები;
- კრიტიკული გზის მეთოდი PERT ანალიზი; Milestone-ბის განსაზღვრა და ქსელური დიაგრამის აგება, კრიტიკული გზის გამოთვლა;
- პროექტის ხარჯების მართვა. ბიუჯეტის შედგენა, Cash Flow;
- პროექტის რისკების მართვა;
- პროექტის კომუნიკაციების მართვა, რეპორტინგი;
- MS Project-ის მიმოხილვა.
ტრენერი: ნინო გიორგაძე - პროექტების მენეჯერი 10 წლიანი გამოცდილებით (დიდი, კომპლექსური, საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მენეჯმენტი საგანმანათლებლო, ტურიზმის სფეროსა და სახელმწიფო სექტორში).
ბოლო წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში.
გააჩნია მაგისტრის ხარისხი ჯორჯ ვაშინგტონის ბიზნეს სკოლაში (Master’s Certificate in Project Management from George Washington University Business School) ასევე MBA და BBA ხარისხი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის ღირებულება: 280 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 6 ივლისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 3 ივლისი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 – 21:30
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 – 21:30
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს