GE
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსი
ღირებულება: 1500 ლარი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი გთავაზობთ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის სასერთიფიკატო პროგრამას. 
 
პროგრამის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR როლისა და ფუნქციის შესახებ, დააკავშირონ HR ბიზნესთან, ხელი შეუწყონ კომპანიაში მიმდინარე ცვლილებებს და პროცესების ოპტიმიზაციას, შეიმუშაონ და განავითარონ კონკრეტული ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული სისტემები, პროცესები და სამოქმედო გეგმა.
 
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები განივითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენა, თანამშრომელთა შერჩევა, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, საჭიროებაზე მიმართული კვლევების ჩატარება და მათზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმების შემუშავება, კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის შემუშავება/დახვეწა.
 
კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები შეძლებენ რეალური წვლილი შეიტანონ ბიზნესის წარმატებაში.
 
კურსი განკუთვნილია:
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
  • იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, საკუთარი კარიერა დაუკავშირონ ადამიანური რესურსების მართვის სფეროს.
კურსის თემატიკა:
 
ორგანიზაციისა და არმ-ს (ადამიანური რესურსების მართვა) როლი
  • ორგანიზაციის განვითარების ისტორია და არმ როლი;
  • ორგანიზაციული სტრუქტურები;
  • არმ ძირითადი მიმართულებები;
  • დასაქმების ბაზრის მიმოხილვა საქართველოში;
  • კანონმდებლობით გამყარებული დასაქმებულთა უფლებები.
რეკრუტმენტი
  • თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია;
  • ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულება ორგანიზაციაში;
  • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები;
  • გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები;
  • სამუშაოს აღწერილობა (ჯობ დისკრიფშენი);
  • ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი.
პროფესიული განვითარება
  • პროფესიული და კარიერული განვითარების სისტემის მნიშვნელოვნება და მოდელები;
  • ტრენინგების საჭიროების ანალიზი;
  • პოზიციების კატეგორიზაცია და მათზე მორგებული პროფესიული განვითარების კონცეფციის შემუშავება: ტრენინგი, სწავლება, მონიტორინგი და ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
  • კარიერული ზრდის ეტაპები და განვითარების გეგმის შემუშავების გზები;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემები (Performance Appraisal);
  • გზა კონფლიქტიდან თანამშრომლობამდე;
  • თანამშრომლობის დასასრული.
კომპენსაციები და ბენეფიტები
  • კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემის დანიშნულება კომპანიებში
  • კ/ბ მოქმედი მოდელები და მათი ანალიზი;
  • სფეროზე მორგებული კ/ბ სისტემა;
  • პერსონალისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მათი აღიარება;
  • წახალისება და დაჯილდოება;
  • ხელფასების მატების პრინციპები;
  • ბონუსების სისტემა - მოდელები.
HR კვლევები
  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა და მისი დანიშნულება;
  • გუნდის ეფექტურობის კვლევა;
  • კვლევის მონაცემების კავშირი სტრატეგიულ გეგმასთან.
ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის ხანგრძლივობა: 3თვე
კურსის მოცულობა: 150 საათი
პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
 
სასწავლო მეთოდოლოგია:
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს მონაწილეების აქტიურ ჩართულობას. თითოეული ბლოკის შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს - იმუშავებენ ჯგუფურ შემაჯამებელ პროექტზე.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მენეჯერის სერტიფიკატი (Human Resources Manager).
 
მოთხოვნები:
პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, და გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირის ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
სასწავლო პროცესი:
საბუთების მიღება წარმოებს 2015 წლის 9 მარტამდე. სწავლა დაიწყება 15 მარტს.
 
ლექტორები:
  • მაცაცო  პაპავა
     აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში14 წლიანი გამოცდილება  სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
    ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა,  ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
    10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტია პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.
  • ნანა თვალაბეიშვილი
    აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში12წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.
    ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
    10 წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.
  • ნინო ბაქარაშვილი
    ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
    ძირითადი მიმართულებები - ადამიანური რესურსების მართვა, კადრების შერჩევა,  პროცესების მართვა, შეფასების სისტემები, კომპენსაციები და ბენეფიტები. 
საკონტაქტო პირი: თორნიკე კაპანაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (+995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა: t.kapanadze@gipa.ge
მობ: (+995) 599 629 777
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები