GE
მარკეტინგული კომუნიკაციები და მენეჯმენტი
ღირებულება: 2400 ლარი
გთავაზობთ ქართულ ბიზნეს რეალობაში არსებული ქეისების ანალიზზე შექმნილ სასერტიფიკატო კურსს მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და მენეჯმენტში.

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს მარკეტინგის, როგორც ფუნქციის, მნიშვნელობა ორგანიზაციაში და მიაწოდოს საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ მათ შესძლონ მარკეტინგული ინფორმაციის წაკითხვა, მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება, ქმედებების დაგეგმვა და მენეჯმენტი.

კურსი მოიცავს როგორც ზოგადი მარკეტინგის, ასევე მარკეტინგული კვლევების, ონლაინ მარკეტინგის, ბრენდინგის, მენეჯმენტის მოდულებს, რაც ხელს უწყობს გაყიდვების ზრდას და მენეჯმენტის გაუმჯობესებას კომპანიებში.

სწავლების პროცესში ძირითადი აქცენტი კეთდება ქართულ ბიზნეს რეალობაში არსებული ქეისების ანალიზზე და აქვს მაქსიმალურად პრაქტიკული ხასიათი. თითოეული თემა უზრუნველყოფილია შესაბამისი გახმაურებული ქართული ქეისით, რომელსაც სტუდენტები მანამდე  მომხმარებლის კუთხიდან იცნობდნენ.

კურსის მიზანი:
  • მსმენელებისთვის მარკეტინგის საფუძვლების, მიზნის, ამოცანების, დანიშნულების გაცნობა;
  • ორგანიზაციაში მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ტექნიკა;
  • კვლევის განხორციელების მეთოდოლოგიების შესწავლა;
  • მიზნობრივი ბაზრის შერჩევის და ბაზარზე პოზიციონირების მეთოდოლოგიების შესწავლა.
სამიზნე აუდიტორია:
  • ბიზნეს სფეროში საქმიანობის მსურველები
  • პიარის და მარკეტინგის მოქმედი მენეჯერები
  • გაყიდვების მენეჯერები
  • ბრენდ მენეჯერები
  • დიზაინერები
  • რეკლამის მენეჯერები
  • ბიზნესმენები
  • მომიჯნავე დარგების სპეციალისტები
კურსის გავლის შედეგად მსმენელებს უნდა შეეძლოთ:
  • კომპანიის მთლიანი სტრატეგიული გეგმისა და მისი შემადგენელი მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
  • მარკეტინგული კვლევის განხორციელება;
  • ბაზრის სეგმენტაცია;
  • მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება;
  • ბრენდინგი;
  • პროექტების მართვა და განხორციელება.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ მოდულებს:
  • მარკეტინგი
  • ბრენდინგი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • ინტეგრირებული კომუნიკაციები
  • მულტიმედია კონტენტი
  • რეკლამა
  • ონლაინ მარკეტინგი
  • კოპირაიტინგი
  • მედია დაგეგმარება
  • მარკეტინგული კვლევა
  • ზოგადი მენეჯმენტი
  • პროექტების მართვა
  • მასტერკლასი მერჩენდაიზინგში (თორნიკე გურული)
ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ 19 საათიდან 22 საათამდე.

კურსის საფასური:
გადახდა ხორციელდება სამ ეტაპად! პირველი ეტაპის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.

მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 23.01.2014

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • პირადობის მოწმობის ასლი და CV.
მსურველთა რეგისტრაცია, შეზღუდული ადგილების გამო, მოხდება სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები