GE
თეორიული და პრაქტიკული ფოტოგრაფიის კურსები
ღირებულება: 750 ლარი
კურსის მიზანია, ასწავლოს ყველა მსურველს ფოტოგრაფირება, ასევე, მოტივირებულ და მსურველ დამწყებ ფოტოგრაფებს ასწავლოს თხრობის ინდივიდუალური სტილი და ფოტოგრაფირების მრავალფეროვნება. ეს კურსი გამოადგებათ მათ, სწორად დაეუფლონ ტექნიკას და გადაღების სპეციფიკას.

კურსი შეიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ლექციებს. კურსზე ისწავლება ფოტოგრაფირების საწყისები: ტექნიკა, კომპოზიცია, ფერი, პეიზაჟი, არქიტექტურა და ა.შ.

ლექტორი: ლელი ბლაგონრავოვა

კურსის სტრუქტურა:
  • 1 დღე - გაცნობა; კამერის ტექნიკური აღწერილობა, სიჩქარე, დიაფრაგმა, შუქმგრძნობელობა (ISO)
  • 2 დღე - ოპტიკა; კომპოზიციის ელემენტები, კადრის აგებულება, ფოკუსი, დავალება
  • 3 დღე - დავალების განხილვა; ფოტოშოპის ელემენტები, დავალება ლაბორატორიაში
  • 4 დღე - პორტრეტი; გადაღება ლაბორატორიაში, დავალება
  • 5 დღე - ფოტოამბავი 1; დავალების განხილვა, დავალება
  • 6 დღე - ფოტოამბავი 1 (გაგრძელება); დავალების განხილვა
  • 7 დღე - თავისუფალი თემა; დავალების მიცემა
  • 8 დღე - დავალების შემოწმება; საბოლოო ამბის თხრობის დავალების მიცემა
  • 9 დღე - ფოტოამბავი - ფოტოთხრობა; განხილვა
  • 10 დღე - საბოლოო პრეზენტაცია
მასტერკლასები, როგორც დამატებითი რესურსი - მოწვეულნი იქნებიან აღიარებული პროფესიონალები სტუდენტთათვის გამოცდილების გაზიარებისა და მუშაობის ცოცხალ პროცესში აუცილებელი რჩევებისა და შენიშვნების გათვალისწინებისათვის. მასტერკლასებს ჩაატარებენ შემდეგი პროფესიონალი ფოტოგრაფები: დარო სულაკაური, დინა ოგანოვა, სერგი ბარისაშვილი, მარიამ ამურველაშვილი, კახა კახიანი, დათო როსტომაშვილი

დამატებითი ინფორმაცია - http://georgianphotographers.com/category/photographers/
კურსის დასრულების შემდეგ, შეირჩევიან საუკეთესო სტუდენტები, რომლებიც უფასოდ დაესწრებიან "ქოლგა თბილისი ფოტო 2013" ფესტივალის ფარგლებში, დორტმუნდის უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორისა და ფოტოჟურნალისტის, დირკ გებჰარდტის ერთკვირიან მასტერკლასებს. სტუდენტები, ასევე, ჩაერთვებიან ფესტივალის სხვადასხვა აქტივობებში.

ქოლგა თბილისი ფოტო 2013 - http://www.kolga.ge/
დირკ გებჰარდტი - http://www.dirkgebhardt.com/about-me

ლექციები ჩატარდება 1 თვის (კვირაში 3-ჯერ, ლექციები 16:00 საათიდან 18:00 საათამდე ორშაბათს და ხუთშაბათს, მასტერკლასები 15:30 საათიდან 17:30 საათამდე, შაბათს) განმავლობაში მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში MEC.

საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სწავლის დაწყების პირველივე კვირას.
მიღება დაიწყო! ბოლო ვადა: 22 თებერვალი

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: შევსებული სააპლიკაციო ფორმა, პირადობის მოწმობის ასლი და CV. შეზღუდული ადგილების გამო, მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს შემოსული სააპლიკაციო ფორმების მიხედვით.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები