GE

ფანჯიკიძის 1ა .0160                        ტელ.: (032) 2 200 220 (5055)           ელფოსტა: info@itvet.ge
თბილისი, საქართველო                            (+995) 555 55 76 70                ვებგვერდი: http://www.itvet.ge/

მეტი
IT აკადემიის საკვირაო სკოლა

საზოგადოებრივ კოლეჯში ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია" იწყება რეგისტრაცია IT აკადემიის საკვირაო სკოლაში.

საკვირაო სკოლა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის IV კლასიდან.

მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას 3-3 საათი
პროგრამების ხანგრძლივობა - 2 თვე

კომპიუტერის ტექნიკოსი (junior):
ტრენინგკურსის მიზანია, მისცეს ცოდნა მსმენელებს კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების და მახასიათებლების შესახებ, გააცნოს უსაფრთხო ლაბორატორიული მუშაობის წესები, შეასწავლოს კომპიუტერის აწყობა და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, გამართვა.

ტრენინგკურსის ღირებულება: 120 ლარი
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 48 საათი

ტრენინგკურსის შედეგი:

ტრენინგკურსის თემატიკის დაფარვის შედეგად მსმენელი შეძლებს:

  • კომპიუტერის ნაწილების იდენტიფიცირებას და კომპიუტერის აწყობას;
  • კომპიუტერის ტექნიკურ უზრუნველყოფას, მის ძირითად და დამხმარე აპარატურულ ნაწილებთან დაკავშირებით;
  • ტექნიკური დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
  • წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ აღმოფხვრას;
  • უკაბელო ქსელის მარშუტიზატორის ინსტალაციას და კონფიგურაციას.
  • მარტივი ქსელური პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრას.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც შეუსრულდა 10 წელი, გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი.

გრაფიკული დიზაინი
ტრენინგკურსის ღირებულება: 120 ლარი

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 48 საათი

ტრენინგკურსის მიზანია: მისცეს მსმენელებს ცოდნა და უნარები რათა დაეუფლონ 2D რასტრულ და ვექტორულ გრაფიკულ რედაქტორებს (Adobe Photoshop CC, Adobe Illustrator CC), გამოუმუშაოს მსმენელებს უნარი დამოუკიდებლად ან/და ჯგუფში მუშაობისას, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშაონ დახვეწილი, კრეატიული სარეკლამო და სხვა ბეჭდური დიზაინი.

ტრენინგკურსის შედეგი: მსმენელები კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ სარეკლამო ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, ბანერების, სავიზიტო ბარათებისა და სხვა ბეჭდური მასალების შექმნას რასტრული და ვექტორული გრაფიკული რედაქტორის საშუალებით.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც შეუსრულდა 10 წელი, გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი.

მარტივი ანიმაცია
ტრენინგკურსის ღირებულება: 120 ლარი

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 48 საათი

ტრენინგკურსის მიზანია: ტრენინგკურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შეასწავლოს რასტრული კომპიუტერული გრაფიკის - Adobe Photoshop CC და კომპიუტერული ვიდეო/აუდიო ეფექტების მონტაჟის Adobe After Effect CC - პროგრამებში მუშაობა ვიდეო, აუდიო და ანიმირების ინსტრუმენტების გამოყენებით.

ტრენინგკურსის შედეგი: მსმენელებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ეცოდინებათ Adobe Photoshop CC და Adobe After Effect CC პროგრამებში მუშაობის პრინციპები.

ტრენინგკურსის თემატიკის დაფარვის შედეგად მსმენელი შეძლებს:

  • მარტივი ანიმაციის შექმნას;
  • გიფების დამზადებას;
  • ვიდეო ეფექტების შექმნას;
  • გრაფიკული ვიდეო ელემენტების დამუშავებას;
  • მარტივი ვიდეორგოლების დამზადებას.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც შეუსრულდა 10 წელი, გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი.

ფოტოსაქმე
ტრენინგკურსის ღირებულება: 100 ლარი

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 36 საათი

ტრენინგკურსის მიზანია: დაინტერესებულ პირებს მისცეს კომერციული და მხატვრული ფოტოგრაფიის შესახებ გარკვეული ცოდნა, გააცნოს ფოტოხელოვნების პრინციპები, კინოსა და ფოტოგრაფიის საფუძვლები და დაეხმაროს სფეროში განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენასა და გამოყენებაში.

ტრენინგკურსის შედეგი: მსმენელებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ეცოდინებათ ფოტოს ხარისხის შეაფასება, როგორც ტექნიკურად ასევე მხატვრულად, გაერკვევიან სხვადასხვა ჟანრისა თუ მიმართულების ფოტოგრაფიაში და შეძლებენ ტექნიკურად გამართული ფოტოების გადაიღონ, რასაც განვითრების შესაბამისად შესაძლოა დაემატოს მხატვრული ღირებულება.

ტრენინგკურსის თემატიკის დაფარვის შედეგად მსმენელი შეძლებს:

  • ფოტოს ხარისხის ტექნიკურად გარჩევას;
  • ფოტოს ხარისხის მხატვრულად შეფასებას;
  • ფოტოგრაფიის ჟანრების იდენტიფიცირებას;
  • ფოტოგრაფიის მიმართულებების განსხვავებას;
  • ტექნიკურად გამართული ფოტოს გადაღებას.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი, გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი

საოფისე პროგრამები
ტრენინგკურსის ღირებულება: 120 ლარი

ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 48 საათი

ტრენინგკურსის მიზანია: მსმენელს მისცეს საოფისე კომპიუტერული სისტემების ცოდნა და გამოუმუშაოს მისი გამოყენების უნარ-ჩვევები.

ტრენინგკურსის შედეგი:

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:

  • ტექსტური რედაქტორში Microsoft Word მუშაობის პრინციპები;
  • ელექტრონული ცხრილების მუშაობის MS Excel მეთოდები;
  • საპრეზენტაციო პროგრამა Microsoft PowerPoint-ის გამოყენების მიზნები და ეთიკა.

ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

  • დოკუმენტების პროფესიონალურად მომზადებას ტექსტური რედაქტორი Microsoft Word-ის გამოყენებით;
  • ელექტრონული ცხრილების შექმნას, ანგარიშების წარმოებას და დიაგრამების აგებას ცხრილური რედაქტორის Microsoft Excel -ის გამოყენებით;
  • სხავადასხვა თემატიკის საპრეზენტაციო მასალის მომზადებას Microsoft PowerPoint-ის გამოყენებით.

ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა: პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი.

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

მსმენელის შეფასების სისტემა, მეთოდები და სერტიფიცირება:

მსმენელის შეფასება ხორციელდება ტრენინგკურსის დასასრულს 100 ქულიანი სისტემით პრაქტიკული სამუშაოს სახით. ტრენინგკურსი მსმენელს დაძლეულად ჩაეთვლება თუ შეფასება აღემატება 50 ქულას. ტრენინგკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ შესაბამისი ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები