GE
კომპიუტერული გრაფიკის ტრენინგკურსი
ღირებულება: 500 ლარი
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს მიღებას კომპიუტერული გრაფიკის ტრენინგკურსზე.

ტრენინგკურსის ღირებულება: 500 ლარი
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 100 აკადემიური საათი
 
ტრენინგკურსი შედგება 3 მოდულისგან:
  • მოდული 1: 2D რასტრული გრაფიკული რედაქტორი Adobe Photoshop CC – 40  საათი
  • მოდული 2: 2D ვექტორული გრაფიკული რედაქტორი Adobe Illustrator CC -  30 საათი
  • მოდული 3: 2D ვექტორული გრაფიკული რედაქტორი CorelDraw X8 – 30 საათი
ტრენინგკურსის მიზანია:
მისცეს მსმენელებს ცოდნა და უნარები რათა დაეუფლონ 2D რასტრულ და ვექტორულ გრაფიკულ რედაქტორებს  (Adobe Photoshop CC, Adobe Illustrator CC, CorelDraw X8), გამოუმუშაოს მსმენელებს უნარი დამოუკიდებლად ან/და ჯგუფში მუშაობისას, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშაონ დახვეწილი, კრეატიული სარეკლამო და სხვა ბეჭდური დიზაინი.
 
ტრენინგკურსის შედეგი:
მსმენელები კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებენ სარეკლამო ბუკლეტების, ფლაერების, პლაკატების, ბანერების, სავიზიტო ბარათებისა და სხვა ბეჭდური მასალების  შექმნას რასტრული და ვექტორული გრა­ფიკუ­ლი რედაქტო­რის საშუალებით.
 
ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და დამახსოვრების უნარი და აქვს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
 
მსმენელის სერტიფიცირება:
სამივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები