GE

ფანჯიკიძის 1ა .0160                        ტელ.: (032) 2 200 220 (5055)           ელფოსტა: info@itvet.ge
თბილისი, საქართველო                            (+995) 555 55 76 70                ვებგვერდი: http://www.itvet.ge/

მეტი
კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება (CISCO CCNA)
ღირებულება: 1100 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია - ITVET აცხადებს მიღებას ტრენინგზე - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება (CISCO CCNA)
 
ტრენინგკურსის ღირებულება: 1100
ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 303 აკადემიური საათი
 
ტრენინგკურსი შედგება ოთხი სემესტრისგან:
I სემესტრი - 78 აკადემიური საათი;
II სემესტრი - 78 აკადემიური საათი;
III სემესტრი - 78 აკადემიური საათი;
IV სემესტრი - 69 აკადემიური საათი.
 
ტრენინგკურსის მიზანი:
CISCO CCNA R&S კურსი უზრუნველყოფს ქსელების  დაწვრილებით მიმოხილვას ძირითადი საფუძვლებიდან მაღალი დონის სერვისებამდე. კურსში მნიშვნელოვნად არის ყურადღება გამახვილებული როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და აპლიკაციებზე.  შეძენილი  ცოდნა და გამოცდილება მსმენელს ეხმარება ააგოს, გამართოს და ადმინისტრირება გაუწიოს ქსელს მცირე და საშუალო ბიზნესის პირობებში, ასევე საწარმოებსა და სერვის-პროვაიდერებში.
CISCO CCNA R&S მოიცავს  თეორიულ კურსს, ლაბორატორიულ სამუშაოებს და პროტოკოლების ფუნქციონირების დეტალურ განხილვებს. მასალა მსმენელისთვის შექმნილია  იმ პრინციპით, რომ ტრენინგკურსის გავლის შემდეგ მსმენელმა შეძლოს მაღალი დონის პრობლემების გადაჭრა და მიიღოს ანალიტიკური გამოცდილება, რათა გააგრძელოს მისი კარიერა ამ სფეროში.
 
ტრენინგკურსის შედეგი
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
  • ზოგადად კომპიუტერული ქსელის არქიტექტურა. ინფორმაციის გადაცემის აღწერა ქსელური  TCP/IP და OSI მოდელების დონეების მიხედვით. ქსელური აპარატურის დანიშნულება (როუტერი, სვიჩი, მოდემი, ჰაბი, ბრიჯი…) და ბაზისური კონფიგურაცია;
  • ქსელური აპარატურის, კონკრეტულად მარშრუტიზატორის კონფიგურაცია, მარშრუტიზაციის პროტოკოლები: RIP, RIPv2, EGRP, OSPF და მათი კონფიგურაცია;
  • ქსელური აპარატურის, კონკრეტულად სვიჩების კონფიგურაცია, ვირტუალური ქსელები, პროტოკოლები: STP, RSTP, PVST, VTP და მათი კონფიგურაცია;
  • ფართო არეალის ქსელი, სერიალური გადაცემის ენკაფსულაციის პროტოკოლები Cisco HDLC , PPP. Frame Relay-ს ენკაფსულაცია და კონფიგურაცია. NAT, PAT და წვდომის სიები(ACLs).
ტრენინგკურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:
  • ააგოს, მართოს და ადმინისტრირება გაუწიოს საშუალო დონის (200, 300 კომპიუტერი) ქსელს;
  • დანერგოს თანამედროვე მარშრუტიზაციის პროტოკოლები: RIPv1, v2, EIGRP, OSPF;
  • დანერგოს ქსელში იერარქიული მოდელი;
  • დანერგოს პროტოკოლები STP, RSTP, PVST, VTP
  • დანერგოს სერიალური გადაცემის  ენკაფსულაციის პროტოკოლები, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს წვდომები კონკრეტული მისამართების და სერვისების დონეზე.     
ტრენინგკურსზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამაზე მსმენელად მიიღება ნებისმიერი მსურველი, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, გააჩნია დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა, საკუთარი საქმიანობის ანალიზის უნარი და შეუძლია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ინგლისურენოვანი ლიტერატურის წაკითხვა და გააზრება.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები