GE

თბილისი, საქართველო     ტელ: (+995) 599 28 04 64       ელ.ფოსტა: tamara.akhsiashvili@siegel-hr.ch
                                                                                                          ვებ-გვერდი: http://www.siegel-hr.ch
                                                                                                          ფეისბუკი: https://goo.gl/ZrZU5A

მეტი
კატეგორიების მართვა შესყიდვებში
ღირებულება: 395 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
შვეიცარული კომპანია Siegel Human Resource International-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ Procurement Excellence Academy-ის შესყიდვების კატეგორიების მართვის ტრენინგს.
 
თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაიღრმაოთ ცოდნა და აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია შესყიდვების მიმართულებით. ტრენინგის პროგრამა აგებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

კურსის მიზანი:
ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას შესყიდვების კატეგორიების მართვის შესახებ. შეძლებენ განსაზღვრონ შიდა კლიენტების საჭიროებები და დაყონ არსებული ხარჯები კატეგორიების მიხედვით. დაეუფლებიან ანალიზის ჩატარებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს და ისწავლიან მათ ეფექტურ გამოყენებას. შეისწავლიან თუ როგორ უნდა განსაზღვრონ და მართონ საბაზრო რისკები. კურსის დასასრულს კი შეძლებენ შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია თითოეული კატეგორიისთვის.

ტრენინგის შინაარსი:
  • შესყიდვების კატეგორიების მართვის განმარტება და მისი ძირითადი ამოცანები;
  • როგორ განსაზღვროთ საჭიროებები და შევიმუშაოთ სპეციფიკაცია შიდა კლიენტებთან ერთად;
  • ხარჯების ანალიზის ჩატარება ისტორიულ მონაცემებზე და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით;
  • ბაზრის და რისკების ანალიზის ჩატარება;
  • კატეგორიებისთვის რიცხობრივი და ხარისხობრივი მიზნების განსაზღვრა;
  • შესყიდვების თითოეული კატეგორიისთვის სტრატეგიის შემუშავება;
  • მომწოდებლების ანალიზი, შერჩევა და მართვა.
ტრენინგი განკუთვნილია:
საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის შესყიდვების სფეროში, შესყიდვების განყოფილების როგორც მოქმედი ასევე დამწყები თანამშრომლებისთვის, მათ შორის: შესყიდვების ოფიცრები, სტრატეგიული შემსყიდველები, შესყიდვების კატეგორიების მენეჯერები.

ფორმატი:
ტრენინგის ენა: ქართული
ტრენინგის თარიღები: 7, 9, 12 და 13 ივნისი (19:00-21:30სთ), 2017წ.
ტრენინგის ღირებულება: 395 ლარი
 
ფასდაკლება:
  • 2 ან მეტი მსმენელის დასწრების შემთხვევაში თითოეული მონაწილე ისარგებლებს 10%-იანი ფასდაკლებით.
  • მსმენელები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და უზრუნველყოფენ ტრენინგის საფასურის სრულად გადახდას 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით ისარგებლებენ 20%-იანი ფასდაკლებით.
გთხოვთ გაითვალისწინეთ: ორივე ფასდაკლების პირობა ერთდროულად არ ვრცელდება!
 
კურსის ტრენერი: თამარ ახსიაშვილი.
 
ტრენინგის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ კომპანია Siegel HR Georgia -ს ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი, 2017წ.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ივნისი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები