GE
გრაფიკული დიზაინი - საბაზისო კურსი

სმარტ აკადემია გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის საბაზისო კურსს.

გრაფიკული დიზაინი არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადი პროფესია ჩვენს რეალობაში, ამიტომ თუ გაქვთ სურვილი, რომ დაეუფლოთ ახალ პროფესიას და იყოთ კონკურენტუნარიანები ეს სალექციო კურსი სწორედ რომ თქვენთვისაა.

სალექციო კურსს გაუძღვება ანნა გუგუტიშვილი, adjarabet.com-ის არტ დირექტორი და გრაფიკული დიზაინის გუნდის ხელმძღვანელი. მას აქვს 12 წლიანი მუშაობის გამოცდილება დიზაინის სფეროში ქართულ და უცხოურ საერთაშორისო კომპანიებთან. არის Cannes Young Lions Georgia-2018 გამარჯვებული - ოქრო პრინტის კატეგორიაში.

სალექციო კურსის მსვლელობისას თქვენ შეისწავლით:

  • Adobe Photoshop-ის, Adobe Illustrator-ისა და Adobe Indesign პროგრამების საფუძვლებს
  • საბეჭდი და ვებ-მასალის მომზადებას
  • ბრიფის მიხედვით კონცეფციასა და ვიზუალურ მხარეზე მუშაობას
  • მიღებული საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროექტზე მუშაობას
  • მარტივი და ეფექტური გზებით გამართული და პრეზენტაბელური დიზაინის შექმნას

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.  
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები