GE
მარკეტინგი პრაქტიკაში

სმარტ აკადემია გთავაზობთ კურსს მარკეტინგი პრაქტიკაში.

ეს არის პრაქტიკული კურსი, რომლის მეშვეობით, სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ და გააუმჯობესონ ისეთი უნარები, როგორსაც წარმოადგენს ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება, ბაზრის სიგნალების მეშვეობით შესაძლებლობების გამოვლენა, მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა თუ კომუნიკაციის განხორციელების დაგეგმვა.

სალექციო კურსს გაუძღვება ნინო კუპრაშვილი. ნინო კუპრაშვილი 15 წელიწადზე მეტია, რაც  მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს და ამჟამად ლივინგსტონის სტრატეგიული დირექტორის პოზიციას იკავებს.

კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით:

  • მარკეტინგულ საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები და მიმართულებები
  • კვლევის საჭიროების განსაზღვრა, კვლევის ტიპები და კონკრეტული კვლევის ჩატარების ტექნიკების ზოგადი მონახაზი
  • პოზიციონირების საფუძვლები
  • მომხმარებელთა ქცევის ანალიზი
  • პროდუქტის შექმნის ეტაპები
  • ფასწარმოქმნის ძირითადი ტექნიკები
  • დისტრიბუციის მიმართულებები და საშუალებები
  • ადგილის შერჩევის პროცესი
  • კომუნიკაციის მიქსის ელემენტები და მათი გამოყენების მაგალითები

კურსის შემდეგ თქვენ შეძლებთ: 

  • ბაზრის შეფასება
  • მარკეტინგის გეგმის შედგენა
  • მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და დახასიათება
  • მარკეტინგის ხარჯის შეფასება და ეფექტური ბიუჯეტირება
  • ინტეგრირებული მარკეტინგული გეგმის შედგენა

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები