GE
MS Excel პრაქტიკაში

სმარტ აკადემია გთავაზობთ MS Excel-ის კურსს პრაქტიკაში.

კურსის მიზანია მსმენელებმა შეიძინონ ექსელის გამოყენების ის უნარები, რომელთა დახმარებითაც მსმენელები შეძლებენ ისეთი ბიზნეს ქეისების ამოხსნას და პრობლემების გადაჭრას, როგორიც დღეს საქართველოს ბაზარზე გვხვდება.

სალექციო კურსს გაუძღვება თემურ სმირბა, რომელიც მუშაობს კომპანია Japan Tobacco International-ში სავაჭრო მარკეტინგის სუპერვაიზერად კავკასიის რეგიონის ბაზრებზე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი). მას აქვს ონლაინ-ბიზნეს სფეროში CRM ანალიტიკოსად მუშაობის და FMCG სფეროში ბრენდის მართვისა და გაყიდვების ოპერაციების ოპტიმიზაციის გამოცდილება.

კურსის ფარგლებში თქვენ ისწავლით:

  • ელექტრონული ცხრილების აწყობას, დამუშავებას, კონსოლიდირებასა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას
  • ბიზნეს ამოცანის დასახვას და მის გადასაწყვეტად ალგორითმის შექმნას შექმნილი ალგორითმის დაკავშირებას სხვა ბიზნეს ამოცანებთან და ალტერნატიულ ალგორითმებთან ლოგიკური ბმის შექმნას
  • თარიღისა და დროის ფუნქციების გამოყენებასა და დინამიური კალენდრის შექმნას ბიზნეს პროცესების მიხედვით
  • ტექსტური ფუნქციების გამოყენებას დიდ ბაზებთან მუშაობისას და არაერთგვაროვანი ჩანაწერების დამუშავებისას
  • მარტივი და რთული ლოგიკური ფუნქციების ერთმანეთთან შერწყმას და მათემატიკური მოდელების შექმნას
  • მონაცემთა ვიზუალიზაციას
  • ორღერძიანი და დინამიური დიაგრამების აგება-ფორმატირებას
  • შემთხვევითი რიცხვის გენერირებას, პრაქტიკაში გამოყენებასა და პარამეტრული ამოცანების ოპტიმიზაციას
  • ცვლადზე მიმაგრებული შეცდომის მოძიებას და აუდიტს
  • ფინანსური ფუნქციების დახმარებით ფინანსური კალკულაციების ჩატარებას

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები