GE
ვებ გვერდის შექმნა ASP.NET MVC ტექნოლოგიის დახმარებით

სმარტ აკადემია გთავაზობთ კურსს - ვებ გვერდის შექმნა ASP.NET MVC ტექნოლოგიის დახმარებით.

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს C# და ASP.NET MVC ვებდეველოპმენტი და შეუქმნას მყარი საფუძველი მომავალი განვითარებისთვის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს დასაქმდეს დამწყებ პროგრამისტად.

კურსს გაუძღვება არკადი ზურაბიანი, რომელიც არის ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მთავარი პროგრამისტი, არის  გუნდის ლიდერი და ამიტომაც ხშირად უწევს გუნდის სხვადასხვა წევრებისათვის გამოცდილების გაზიარება. არკადის აქვს 15+ წლიანი გამოცდილება .NET დეველოპმენტში, ისეთი დიდი სისტემების დაგეგმვა, არქიტექტურასა და გაშვებაში, როგორებიცაა მაგალითად: „სახელმწიფო ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა“, „ელექტრონული აუქციონის სისტემა” (eauction.ge), Adjarabet კაზინოსათვის ნარდის თამაში და სხვა.

კურსის ფარგლებში ისწავლით:

  • პროგრამირების ენა: C#, HTML, CSS, JS (საბაზისო დონეზე)
  • ტექნოლოგიები: ASP.Net Core MVC, Entity Framework Core

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • შექმნან მცირე ზომის ვებ აპლიკაციები
  • დასაქმდნენ დამწყებ პროგრამისტებად
  • გაიღრმავონ ცოდნა .NET პროგრამირების მიმართულებით

კურსის 70+ ქულაზე დასრულებისას მიიღებთ სერტიფიკატს, 90+ ქულის შემთხვევაში კი სტაჟირების შესაძლებლობას სმარტ აკადემიის პარტნიორ კომპანიებში.

კურსის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები