საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აცხადებს საბუთების მიღებას 2010-2011 სასწავლო წლისთვის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობები.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები "საერთაშორისო ურთიერთობებსა" და "გენდერის კვლევაში" დაფინანსებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ და მათ ადმინისტრირებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ახორციელებს.
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების პროგრამის ქსელური ინსტიტუტია სამხერთ კავკასიაში და მისი მიზანია სოციალურ მეცნიერებებში კვლევისა და ხარისხიანი სწავლების ხელშეწყობა (www.ucss.ge).
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი სრულად დააფინანსებს ქართველი მოქალაქეების სწავლებას სადოქტორო პროგრამებზე 4 აკადემიური წლის განმავლობაში, დაწყებული 2010 წლის სექტემბრიდან. დაფინანსდება 5 სტუდენტი "საერთაშორისო ურთიერთობებში"
აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- "საერთაშორისო ურთიერთობების" სადოქტორო პროგრამისთვის აპლიკანტი უნდა ფლობდეს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სოციალურ მეცნიერებებში. "საერთაშორისო ურთიერთობების" პროგრამისთვის პრიორიტეტულია მაგისტრის ხარისხი "საერთაშორისო ურთიერთობებში";
- ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე - აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდა თსუ-ს ენების ცენტრში, ან წარმოადგინოს ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL IBT 82, IELTS 6.2, ან რომელიმე სხვა საერთაშორისო ტესტი)
საბუთების ჩაბარების ვადები და მისაღები გამოცდები:
- 2010-2011 სასწავლო წლის აპლიკანტების რეგისტრაცია დაიწყება 25 მაისიდან;
- 14 ივნისი, 17.00 სთ - ცენტრში საბუთების წარდგენის ბოლო ვადა (აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს ცენტრში როგორც ამობეჭდილი საბუთები, ასევე გააგზავნოს ელექტრონული ვერსია ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: mmikaberidze@ucss.ge); იხილეთ აპლიკაცია: http://ucss.ge/news/news_detail.php?ID=538
- 23 ივნისი, 10.00 სთ. - ტესტი ინგლისურ ენაში. ტესტი უნდა ჩააბაროს ყველა აპლიკანტმა, ვისაც არ აქვს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL IBT 82; IELTS 6.2);
- 1 ივლისი - პირველ ეტაპზე გასული აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას ელ. ფოსტის მეშვეობით;
- 7 ივლისი - გასაუბრება მისაღები გამოცდების კომისიასთან.
დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციებისთვის მიმართეთ: მაკო მიქაბერიძეს, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სადოქტორო ტრენინგის ერთეულის კოორდინატორს. ელ. ფოსტა: mmikaberidze@ucss.ge
კონსულტაციის დღეები:
27 მაისი, 2, 9 ივნისი 12.00 სთ.; CSS ოფისი, თსუ-ს მეორე კორპუსი. ჭავჭავაძის გამზ. # 3, მესამე სართული, ოთახი # 336 (ცენტრის ბიბლიოთეკა).
კონსულტაციის დღეები:
27 მაისი, 2, 9 ივნისი 12.00 სთ.; CSS ოფისი, თსუ-ს მეორე კორპუსი. ჭავჭავაძის გამზ. # 3, მესამე სართული, ოთახი # 336 (ცენტრის ბიბლიოთეკა).
დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხილეთ http://www.ucss.ge/news/news_detail.php?ID=538
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ინგლისური
- სწავლის ფორმა საღამოს