სამაგისტრო პროგრამა გენდერის კვლევებში
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი აგრძელებს საბუთების მიღებას თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამაზე ”გენდერის კვლევაში” 2009-2010 სასწავლო წლისათვის.
”გენდერის კვლევები” - ერთადერთი სამაგისტრო პროგრამა გენდერში მთელ კავკასიაში.
კონკურსის საფუძველზე გენდერის პროგრამაში ცენტრი გასცემს 5 სასწავლო გრანტს 2 სასწავლო წლის განმავლობაში!
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მიიღონ დასავლეთის უნივერსიტეტების ადეკვატური განათლება პრესტიჟული და მაღალკონკურენტული პროფესიული კარიერის დასაწყებად!
საბუთების მიიღება გაგრძელებულია 2009 წლის 27 ივლისამდე (17.00 სთ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უკვე დარეგისტრირებული უნდა იყვნენ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე.
27 ივლისამდე აპლიკანტებმა ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
- ცენტრის განაცხადის შევსებული ფორმა (სრული პაკეტი);
- თსუ-ს განაცხადის შევსებული ფორმა.
აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ ამობეჭდილი და ელექტრონული სახით (CD -ზე ჩაწერილი) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში. (თსუ II კორპუსი, IV სართული, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #3, ოთახი # 141). ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტით: mmikaberidze@ucss.ge; abakashvili@ucss.ge
გენდერის პროგრამის გამოცდისთვის თემები და საკითხავი ლიტერატურის სია.
გენდერის პროგრამის გამოცდისთვის თემები და საკითხავი ლიტერატურის სია.
წერითი გამოცდისთვის მოსამზადებელი საკითხავი ლიტერატურატურის ელქტრონული ვერსიის მისაღებად აპლიკანტებმა უნდა მიაკითხონ ანა ბაკაშვილს abakashvili@ucss.ge, ან მაკო მიქაბერიძეს mmikaberidze@ucss.ge სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში.
გამოცდები ჩატარდება 30, 31 ივლისს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ოფისში თსუ-ს მეორე კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახები # 139, 145.
- ივლისის პირველი ნახევარი - საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- 30 ივლისი, 10.00 სთ. –წერითი გამოცდა სპეციალობაში;
- 30 ივლისი, 13.00 – გასაუბრება;
- 31 ივლისი, 10.00 სთ.– ტესტი ინგლისურში. გენდერის პროგრამისთვის B1 დონე.
ცენტრის გამოცდების შედეგები გამოცხადდება აგვისტოს პირველ კვირაში. საბოლოო გადაწყვეტილება პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ მიღებული იქნება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
მოკლე ინფორმაცია პროგრამის შესახებ
2005 წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ადმინისტრირებას უწევს ახალ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამას ”გენდერის კვლევაში”. აღნიშნული პროგრამა ეკუთვნის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და შექმნილია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბაზაზე დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით (რათგერსის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი). პროგრამაში ჩართულია ევროპისა და ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები და კვლევითი სემინარები.
2005 წლიდან სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ადმინისტრირებას უწევს ახალ ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო პროგრამას ”გენდერის კვლევაში”. აღნიშნული პროგრამა ეკუთვნის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს და შექმნილია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ბაზაზე დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით (რათგერსის უნივერსიტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი). პროგრამაში ჩართულია ევროპისა და ამერიკის მოწინავე უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ლექციები და კვლევითი სემინარები.
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში სწავლის უპირატესობები:
- მრავალფეროვანი აკადემიური რესურსები: ბიბლიოთეკა, აკადემიური ჟურნალების ელექტრონული არქივები, აუდიო და ვიდეო საგანმანათლებლო მასალები;
- სტაჟირება სამთავრობო უწყებებში, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში;
- დასაქმების რეალური პერსპექტივა კურსდამთავრებულთათვის: სამთავრობო უწყებები; საერთაშორისო ორგანიზაციები; ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები;
- საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისგან შემდგარი ჯგუფები, მრავალფეროვანი და მეგობრული გარემო;
- სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ სოციალურ მეცნერებებში დასავლური სტანდარტების შესაბამისი სამაგისტრო განათლება.
პროგრამა ფინანსდება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ღია საზოგადოების ინსტიტუტის გრანტის ფარგლებში. გენდერის კვლევების 5 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს სრულ სასწავლო გრანტს 2 წლის განმავლობაში.
მიღების მოთხოვნები:
- აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხი, ან ეკვივალენტი კვალიფიკაცია;
- თუ სტუდენტი ბაკალავრიატს ამთავრებს 2009 წლის ივნისში და წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ საბუთს, მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია და მისაღები გამოცდები;
- სამუშაო გამოცდილება არ არის საჭირო.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სრული საგანაცხადო პაკეტის ამობეჭდილი და ელექტრონული ასლი.
საგანაცხადო ფორმა მოიცავს:
- ცენტრის საგანაცხადო ფორმა:
ცენტრის საგანაცხადო ფორმის თავფურცელი (მოცემულია წინა გვერდზე);
განმცხადებლის მოკლე ავტობიოგრაფიული მონაცემები (CV);
მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ 400 სიტყვა). გთხოვთ ჩამოაყალიბოთ:
რატომ გსურთ გენდერის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა;
როგორ დაგეხმარებათ პროგრამა თქვენს პირად და პროფესიულ ზრდაში;
როგორ დაგეხმარებათ პროგრამა თქვენი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის განვითარებაში;
მოკლე ესე (მაქსიმუმ 400 სიტყვა) საქართველოში გენდერის სფეროში არსებული ერთ-ერთი პრობლემატური საკითხის შესახებ;
ორი სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ერთი იყოს აკადემიური - თვენი ყოფილი ლექტორისგან, მეორე - პროფესიული, სამსახურიდან, თუ გაქვთ მუშაობის გამოცდილება). - თსუ-ს უნივერსიტეტის სარეგისტრაციო ფორმა (თსუ-ს ფორმას მიიღებენ დარეგისტრირებული აპლიკანტები ცენტრის სტუდენტების დეკანისგან);
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი (ბაკალავრიატის/ხუთწლიანი პროგრამის ან მაგისტრატურის დამთავრების დიპლომი. განმცხადებელმა ასლთან ერთად უნდა წარმოადგინოს დიპლომის ორიგინალი, რომელიც რეგისტრაციის შემდეგ დაუბრუნდება). თუ განმცხადებელი ბაკალავრიატს ამთავრებს 2009 წელს, უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დამადასტურებელი წერილი შესაბამისი ფაკულტეტიდან. (თუ საბუთების გამოგზავნა ხდება ელექტრონულად, მაგ. რეგიონებიდან, საბუთების ორიგინალები აგრეთვე უნდა წარმოადგინონ ფაქსის, ან ფოსტის საშუალებით);
- სამი ფოტო სურათი 3X4;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დოკუმენტაცია (მხოლოდ მამაკაცებისთვის).
ცენტრში სრული საგანაცხადო ფორმის წარმოდგენის ბოლო ვადა ორშაბათი, 27 ივლისი, 17:00 სთ.
განაცხადის ამობეჭდილი და ხელმოწერილი სრული პაკეტი, ასევე ელექტრონული ვერსია გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე:
საკონტაქტო პირები: ადმინისტრაციული დირექტორი, მაკო მიქაბერიძე mmikaberidze@ucss.ge ; ადმინისტრაციული ასისტენტი, ანა ბაკაშვილი abakashvili@ucss.ge
საკონტაქტო პირები: ადმინისტრაციული დირექტორი, მაკო მიქაბერიძე mmikaberidze@ucss.ge ; ადმინისტრაციული ასისტენტი, ანა ბაკაშვილი abakashvili@ucss.ge
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული, ინგლისური
- სწავლის ფორმა საღამოს