GE
4 კრედიტიანი პრაქტიკოს პედაგოგთა კურსი

საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის ტრენინგ ცენტრი ,,ცოდნა“ 33 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს ყველა ქალაქში ონლაინ ტრენინგ კურს ახორციელებს.

ისინი პირველები არიან, ვინც საქართველოში ონლაინ კურსი 2020 წლის 15 მარტიდან შექმნეს და მასში მთელი საქართველო ჩართეს. ასევე, მოწვეულ საერთაშორისო დონის ტრენერებთან ერთად ტრენინგ კურსი გააკეთეს პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, პედაგოგს ესქულზე  4 კრედიტქულა ესახება.

ტრენინგ კურსს დიდი წარმატება მოაქვს.

  • 2019 წლის ივნისში ესქულზე 6000 პედაგოგს აესახა კრედიტქულა.
  • 2020 წელს 732 პედაგოგს
  • დღეს კი 40 პედაგოგია მოლოდინის რეჟიმში.

პედაგოგთა თხოვნით კიდევ ერთხელ ვიწყებთ პრაქტიკოს პედაგოგთა კურსს !

ტრენინგ-მოდული მოიცავს 8 სამუშაო შეხვედრას (შეირჩევა ოთხი შაბათ-კვირა მონაწილეთა სურვილის მიხედვით). თითოეულ შეხვედრას დაეთმობა 6 საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი).

არასაკონტაქტო საათების რაოდენობაა - 34 საათი.

დაგროვებული ECTS კრედიტების რაოდენობა - 4 კრედიტი.

ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან (თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი (ჯამში - 66 საკონტაქტო საათი). ტრენინგ-მოდულის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით. სერთიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს და 100 ქულიდან დააგროვოს მინიმუმ 60 ქულა.

ტრენინგ-მოდულის დასრულებისთანავე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დანართთან ერთად, სადაც მითითებული იქნება თითოეული გავლილი მოდული, მისი აღწერილობა და საბოლოო ტესტირების შედეგად მიღებული შეფასება.

სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ტრენერები.

კურსის გავლა ფასიანია.

ტრენინგ ცენტრი „ცოდნა“ წარმატების აღსანიშნავად გთავაზობთ ძალიან დიდ ფასდაკლებას, რომელიც ჯერ არც ერთ სასწავლო ცენტრში არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ პირველები ვართ !

ტრენინგ-მოდულზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე.

ტრენინგ ცენტრი გისურვებთ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას!
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები