GE
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი“ ახორციელებს მსმენელთა მომზადებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით) შესაბამისად.
   
აკრედიტებულ პროგრამაზე დაშვების მოთხოვნებია: პროფესიული ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

აკრედიტებული პროგრამის სასწავლო კომპონენტის ძირითადი მიმართულებებია:

  • სრული აკრედიტებული პროგრამა (230 სთ. კურსის ღირებულება -1600 ლარი).
  • აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე“ (148 სთ. კურსის ღირებულება - 1350 ლარი).

სწავლება ხორციელდება მსმენელებზე მორგებული გრაფიკის გათვალისწინებით.   

  • ინტენსიური სწავლება - 5 კვირა (ყოველდღე 8 საათი). 
  • საღამოს ჯგუფი -   2.5 - 3 თვე.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი წინაპირობაა: მსმენელის მიერ აკრედიტებული პროგრამის გავლა შესაბამისი მიმართულებით და სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარება.

 „შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ დეპარტამენტი გასული საუკუნის 50-ანი წლებიდან დღემდე ინარჩუნებს საუნივერსიტეტო სასწავლო დეპარტამენტის სტატუსს, რადგან დაარსების დღიდან უძღვება შრომის უსაფრთხოების ზოგადი კურსის სწავლებას სტუ-ს ყველა ფაკულტეტზე. გარდა ამისა, გასული საუკუნის 90-ანი წლების ბოლოდან დეპარტამენტი გახდა მაპროფილებელი და  ახორციელებს სწავლებას უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).

დეპარტამენტის ბაზაზე 2006 წლიდან ფუნქციონირებდა „კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების და სწავლების ცენტრი შრომის და წარმოების ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოებაში“. სწავლის დასრულებისა და შესაბამისი ტესტირების შემდგომ მსმენელებს ეძლეოდათ ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი. საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე (ბრძანება №01-25/ნ),  სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის 2022 წლის 25  ნოემბრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის ბაზაზე არსებულ სასწავლო ცენტრს მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი, როგორც სრული, ასევე დაბალი და საშუალო რისკის ობიექტების მიმართულებით.

სასწავლო ცენტრს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები წამყვან ორგანიზაციებთან, სადაც მსმენელები გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობებს.  სწავლებას უძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ სასერთიფიკაციო გამოცდებს.

ენდეთ ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას და პროფესიონალიზმს. 
სტუ. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები