GE
საზაფხულო სკოლა 5-11 წლის ბავშვებისათვის
თავისუფალი სკოლა აცხადებს 5-დან 11 წლამდე ბავშვების მიღებას საზაფხულო სკოლაში.

საზაფხულო  პროგრამა მოიცავს:
  • განმავითარებელ-შემოქმედებით აქტივობებს,
  • შემეცნებით აქტივობებს წიგნთან და კომპიუტერთან,
  • სპორტულ აქტივობებს, ჭადრაკს, ხელოვნებას, დიზაინს.
ბავშვები იმუშავებენ სხვადასხვა სახალისო პროექტებზე, პრეზეტაციებისა და გამოფენების მოწყობაზე.
გარდა ამისა, სპეციალურად თითოეული ჯგუფისთვის - შემეცნებითი ტური  თბილისის ირგვლივ.

სკოლის მომსახურებაში, დამატებით, შედის სამჯერადი კვება.
სკოლა ფუნქციონირებს მთელი ზაფხულის მანძილზე (15 სექტემბრამდე), ყოველდღე, კვირის გარდა, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

რეგისტრაციისათვის გთხოვთ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.

მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები