GE
სამაგისტრო პროგრამა MBA
ღირებულება: 6600 ევრო
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (ESM) აცხადებს რეგისტრაციას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე MBA.

პროგრამა უზრუნველყოფს მმართველისთვის აუცილებელი ლიდერის თვისებების განვითარებას თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეძენა-გაღრმავების გზით. მასში გათვალისწინებულია დღევანდელი ბიზნესის სირთულეები და მათი დაძლევის გზები. სწავლის ასეთი მიდგომა ავითარებს პრობლემის დანახვისა და გადაჭრის უნარებს, კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას; ამზადებს სტუდენტებს ყოველდღიური გამოწვევებისათვის, რომლებიც ბიზნესის წარმოებას თან ახლავს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრები გამოირჩევიან სწრაფი კარიერული წინსვლით. ისინი წარმატებებს აღწევენ, როგორც კომერციულ, ასევე, არაკომერციულ და სახელმწიფო ორგანიზაციებში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ბევრი მათგანი საკუთარი ბიზნესის მფლობელია.

სამაგისტრო პროგრამა დაყოფილია ოთხ სასწავლო მოდულად. ყოველი მოდულის ბოლოს მსმენელები ინდივიდუალურად აკეთებენ საკუთარ ბიზნესთან დაკავშირებულ, მოდულის თემატიკის შესაბამის, ინტეგრირებულ პროექტს, ხოლო მეოთხე მოდულის დასრულების შემდეგ - სადიპლომო პროექტს.

ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია ფართო პროფილის მენეჯერებისათვის, აგრეთვე, მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის წამოწყება ან/და განვითარება გადაწყვიტა.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც:
  • საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს
  • აქვს მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ფლობს ინგლისურ ენას (Intermediate)
  • სამუშაო დონეზე ფლობს Microsoft Office-ის პროგრამებს (Word, Excel, Power Point)
მიღების პროცედურები:
  • რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (http://www.naec.ge)
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება
  • რეგისტრაცია თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (http://www.freeuni.edu.ge) 26 აგვისტოს ჩათვლით
  • გასაუბრება თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც ჩატარდება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში.
სწავლის ხანგრძლივობა და განრიგი:
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.
ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ:
სამი სამუშაო დღე: 19:00 - 21:45
შაბათი: 10:00 - 16:00

სამაგისტრო პროგრამის სრული საფასური შეადგენს 6600 ევროს.

საკონტაქტო პირი: თეა ხინჩაგაშვილი
ტელ.: 220 09 01 (*105); 579 49 48 48
ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
Facebook: http://www.facebook.com/pages/Free-University-MBA/221316107910729
 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები