თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსი
ისწავლე დღეს - გადაიხადე ხვალ
თუ ხარ წარმატებული სტუდენტი და გაქვს სურვილი საუკეთესო განათლება მიიღო, გახდი კონკურსის მონაწილე და გადმოდი თავისუფალ უნივერსიტეტში.
2009-2010 სასწავლო წლისათვის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლას საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების 10 საუკეთესო სტუდენტი გააგრძელებს.
თავისუფალი უნივერსიტეტი 2009 – 2010 სასწავლო წლისათვის აცხადებს კონკურსს საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმატებული სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ თავისუფალ უნივერსიტეტში გადმოსვლა და საუკეთესო განათლების მიღება.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა
- ბიზნესის სკოლა ESM - 6 ადილი;
- აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი - 4 ადგილი.
სულ 10 ადგილი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
საქართველოში არსებული აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- დასრულებული აქვს მინიმუმ ერთი სასწავლო წელი (სასურველია, მონათესავე სპეციალობაზე);
- დაგროვილი აქვს 50 კრედიტზე მეტი (ECTS)
როგორ გავხდე კონკურსის მონაწილე?
სტუდენტმა, რომელიც კონკურსის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, 18 ივლისამდე უნდა გაიაროს რეგისტრაცია და წარმოადგინოს საჭირო დოკუმენტები.
საჭირო დოკუმენტები.
საჭირო დოკუმენტები.
საჭირო დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ფოტო (3X4);
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესახებ სერთიფიკატის ასლი;
- უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
- ნიშნების ფურცელი უმაღლეს სასწავლებლიდან;
- ყველა გავლილი საგნის სილაბუსი.
რეგისტრაცია და საბუთების მიღება იწარმოებს 22 ივნისიდან -18 ივლისამდე (შაბათ-კვირის გარდა), 11:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე მისამართზე: ე.ბედიას ქუჩა, ნუცუბიძის პირველი მ/რ, თავისუფალი უნივერსიტეტი, რუქა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.freeuni.edu.ge/uploads/mapfinalfreeuni_new_mchatee.jpg
კონკურსი:
- პირველი ეტაპი:
ნარკვევი ინგლისურ ენაზე (კონკურსის მონაწილეთათვის ნარკვევის თემა ცნობილი გახდება ადგილზე). წარმატების შემთხვევაში, მონაწილე დაიშვება კონკურსის მომდევნო ეტაპზე. - მეორე ეტაპი:
გასაუბრება მიმღებ კომისიასთან; - დამატებითი ეტაპი ბიზნესის სკოლის (ESM) კონკურსში მონაწილეთათვის:
კონკურსის მონაწილე, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ აქვს ჩაბარებული მათემატიკის გამოცდა ან არ აკმაყოფილებს აღნიშნულ გამოცდაზე მიღებული ქულა, აბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ გამოცდას მათემატიკაში (გამოყენებული იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ მომზადებული ტესტები).
თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა
2007 წლიდან მოქმედებს სტუდენტთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს უხსნის სწავლასთან დაკავშირებულ ფინანსურ ბარიერებს.
საუკეთესო - საუკეთესოებს
წელს სასწავლო გრანტს თავისუფალ უნივერსიტეტში გადმოსული 3 საუკეთესო სტუდენტი მიიღებს. გრანტის მიღება დამოკიდებულია, გადმოსული სტუდენტის რეიტინგულ ადგილზე.
ბიზნესის სკოლაში (ESM):
პირველი ადგილი 2 წლიანი სასწავლო გრანტი;
მეორე ადგილი 1 წლიანი სასწავლო გრანტი.
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი:
პირველი ადგილი 2 წლიანი სასწავლო გრანტი;
როგორ განისაზღვრება რეიტინგი?
რეიტინგი განისაზღვრება და შესაბამისად, 3 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდება, წარმოდგენილი დოკუმენტების, ნარკვევისა და გასაუბრების შეფასების საფუძველზე;
როგორ შევინარჩუნო გრანტი?
გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტი უნდა იყოს შესაბამისი სკოლის ყოველწლიური რეიტინგის პირველ ათეულში.
გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტი უნდა იყოს შესაბამისი სკოლის ყოველწლიური რეიტინგის პირველ ათეულში.
ისწავლე დღეს - გადაიხადე ხვალ
თავისუფალი უნივერსიტეტის და TBC ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ შეღავათიანი სტუდენტური სესხებით.
საკონტაქტო პირი:
მარინა ბერიშვილი, სასწავლო განყოფილების უფროსი
ტელ: (+995 32) 200 901 (110);
ელ-ფოსტა: m.berishvili@freeuni.edu.ge
მარინა ბერიშვილი, სასწავლო განყოფილების უფროსი
ტელ: (+995 32) 200 901 (110);
ელ-ფოსტა: m.berishvili@freeuni.edu.ge
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული, ინგლისური
- სწავლის ფორმა დღის