ჩინური ენის კურსები
თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი (TBTC) აცხადებს მიღებას ჩინური ენის კურსზე.
TBTC-ში იწყება მიღება ჩინური ენის დღის და საღამოს ჯგუფებში.
მეცადინეობები ტარდება ჩინეთში მიღებული პროგრამების შესაბამისად და მოიცავს სრულყოფილ თეორიულ და პრაქტიკულ მასალებს, ტესტებს, სავარჯიშოებს კითხვის, მოსმენის, საუბრის და წერის უნარ-ჩვევების შესაძენად და გასაუმჯობესებლად. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენება აუდიო, ვიზუალური, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიები.
- ჩინური ენა - საბაზო დონე. ხანგრძლივობა 3 - 4 თვე, სწავლა დაიწყება 15 და 29 მარტს.
- ბიზნეს ჩინური - ხანგრძლივობა 2 – 4 თვე, სწავლა დაიწყება 15 და 29 მარტს.
- ჩინური ენის ინდივიდუალური გაკვეთილები.
მეცადინეობები ტარდება კვირაში სამჯერ, ორი საათის ხანგრძლივობით.
მეცადინეობებს ატარებს ჩინეთის უნივერსიტეტიდან მოწვეული ლექტორი.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია, ბოლო ვადა 15 და 29 მარტი.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული, ჩინური
- სწავლის ფორმა საღამოს