GE
ზოგადი ინგლისური ენის კურსი ყველა ასაკის მსმენელთათვის
“TLC” Tbilisi Language Centre გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს. ზოგადი ინგლისური ენის კურსი ყველა ასაკის მსმენელთათვის:
 
კურსი მოიცავს 6 საფეხურს (Beginner, Elementary, Pre-Intermediate, Intermediate, Upper-Intermediate, Advanced). ამ კურსის გავლის შემდეგ თქვენ გაიუმჯობესებთ სმენისა და წერის უნარებს, გაიმდიდრებთ ლექსიკურ მარაგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გრამატიკურ ნაწილს,სწორი ინტონაციური წარმოთქმის განვითარებას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსმენელის მიერ ენის გამოყენებას სხვადასხვა გარემოში. სწავლებისას აქცენტი კეთდება მსმენელთა ინდივიდუალური ენობრივი მიზნების
მისაღწევად და მათი საერთო მოტივაციის ასამაღლებლად. მიგვაჩნია, რომ საქმიან და სახალისო გარემოში მსმენელები უკეთ სწავლობენ.
 
მიღება მიმდინარეობს ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
კურსის ფასი: 180,00 ლარი (1 თვე)
 
“TLC” Tbilisi Language Centre გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას აბიტურიენტთა მოსამზადებელ ინგლისური ენის კურსზე.
 
ჩვენი მიზანია, ხელი შეუწყოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წარმატებით ჩააბარონ საატესტატო გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები და საერთო სამაგისტრო გამოცდები. გააკეთონ სწორი არჩევანი და სწავლა მათთვის სასურველი მიმართულებით გააგრძელონ.
 
ჩვენი სასაწავლო ცენტრი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე კვალიფიციური და სერტიფიცირებული პროფესორ-მასწავლებლებით. ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა მისაღები ფასების შეთავაზებით.
 
სწავლება ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამას და მოთხოვნებს. ცენტრში პერიოდულად ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების იმიტირებული ტესტირებები, რომელიც ეფუძნება naec-ის მიერ შემუშავებულ ტესტებს.
 
ინგლისური ენა:
კურსის ხანგრძლივობა: კვირაში 2-ჯერ, 1.5 საათი
კურსის ფასი: 2000,00 ლარი (ფასდაკლებით 1400,00 ლარი)

“TLC” Tbilisi Language Centre გთავაზობთ IELTS-ისა და TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელ სწრაფ, ინტენსიურ კურსებს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული კურსის გავლის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ წარმატებით ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდა.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მაღალი ქულის მიღება სწავლის გასაგრძელებლად. კურსის მიზანია მსმენელებს განუვითაროს ტესტის ჩაბარების სტრატეგიები.

გაკვეთილების რაოდენობა: 15 გაკვეთილი
კურსის ღირებულება: 420,00 ლარი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები