GE

ნინოშვილის ქ. N55               ტელ: (+995 32) 296 01 04          ელფოსტა: Tbuniver.edu@gmail.com
თბილისი, საქართველო                (+995) 32 296 90 33          ვებგვერდი: http://www.tbilisi.edu.ge
                                                            (+995) 597 01 43 39
                                                            (+995) 514 31 40 00

მეტი
PR და მარკეტინგული კომუნიკაციების მოკლე სასერტიფიკატო კურსი
ღირებულება: 250 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას PR და მარკეტინგული კომუნიკაციების მოკლე სასერტიფიკატო კურსზე.
 
კურსის აღწერა:
მარკეტინგისა და პიარის კურსი მოიცავს ლექციებსა და სემინარებს ამ დარგების წარმოშობის, არსის, პრაქტიკული განხორციელების ინსტრუმენტებისა და შეფასების მექანიზმების თაობაზე.
 
კურსი მიმოიხილავს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო საკითხებს და მსმენელს ამზადებს ტრენინგის თემატიკასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეულად შესწავლისთვის.
 
ტრენინგის მიზანი:
ტრენინგის მიზანია მენეჯმენტის ამ დარგების არსისა და რაობის, მათი პრაქტიკული განხორციელების და შეფასების სწავლება მსმენელებისთვის.
 
კურსის შედეგები:
  • მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი არსის და მათ წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანების ჩამოყალიბება;
  • მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგებში არსებული პროფესიული ტერმინების არსში გარკვევა და მათი განმარტებების ჩამოყალიბება;
  • მარკეტინგული და პიარ კომუნიკაციების წარმართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
ტრენინგი საინტერესო იქნება:
  • მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მომუშავე პირებისთვის;
  • მარკეტინგით და საზოგადოებასთან ურთიერთობის დაინტერესებული პირებისთვის;
  • მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით კარიერის დაწყების მსურველთათვის;
  • მომიჯნავე სფეროებში მომუშავე და/ან მომიჯნავე სფეროებით დაინტერესებული პირებისთვის.
სწავლების და სწავლის მეთოდოლოგია:
სალექციო დროის  40% იხარჯება უშუალოდ ლექციაზე, ხოლო 60% - დისკუსიაზე ლექციის თემატიკის გარშემო და პრაქტიკული სავარჯიშოების განხილვა-შესრულებაზე.
 
სალექციო დრო მოიცავს თეორიული მასალისა და პრაქტიკული ქეისების პრეზენტაციას.
მოცემული ლიტერატურისა და დამატებითი მასალების დამუშავება და განხილვა.
სალექციო აქტივობები პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის.
 
ტრენინგის თემატიკა:

1. გაცნობითი შეხვედრა
  • მარკეტინგის მიმოხილვა
  • პიარის მიმოხილვა
  • სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა
  • მარკეტინგული მიქსი
2. მარკეტინგული გარემო, ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა
  • ეთიკური ქცევის კონცეფცია
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  განხილვა
  • როგორ მოქმედებს გარემო მარკეტინგზე და ფირმაზე
  • გარემოს დახასიათება და იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც მარკეტინგულ გადაწყვეტილებებში მნიშნველოვან როლს თამაშობენ
3. მომხმარებლის ქცევა
  • B2C & B2B მიმოხილვა: მსგავსებები და განსხვავებები
  • რატომ უნდა გვესმოდეს მომხმარებლის
  • შესყიდვის გადაწყვეტილების პროცესის აღწერა
  • იმ ფაქტორების იდენტიფიცირება და აღწერა, რომლებიც შესყიდვის გადაწყვეტილებაზე ახდენენ გავლენას
4. სეგმენტაცია, დამიზნება და კვლევა
  • წარმატებული სეგმენტაციის მახასიათებლები
  • სეგმენტირების და დამიზნების მეთოდები
  • მარკეტინგული კვლევის როლი მარკეტინგული გადაწყვეტილების მიღებაში
  • მარკეტინგული კვლევის ტიპები
5. პროდუქტი და სერვისი
  • პროდუქტების კლასიფიკაცია
  • პროდუქტის განვითარება
  • დიფერენციაცია პროდუქტსა და სერვისს შორის
  • მარკეტინგული მიქსი სერვისისთვის
6. სადისტრიბუციო არხი, მომარაგების ჯაჭვი და ფასწარმოქმნა
  • რა არის მარკეტინგული არხი
  • მომარაგების ჯაჭვის მნიშვნელობა
  • ფასწარმოქმნის სტრატეგიები
7. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
  • რეკლამა
  • გაყიდვების სტიმულირება
  • პიარი
  • პერსონალური გაყიდვა
  • პირდაპირი მარკეტინგი
8. ბრენდინგი
  • ბრენდის არსი
  • როგორ შევქმნათ და ვმართოთ ბრენდი
  • ბრენდინგის მნიშნველობა
9. რა არის საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • არსი და ამოცანები
  • პიარი როგორც სტრატეგიული მენეჯმენტის ფუნქცია
  • პიარი როგორც საკომუნიკაციო ინსტრუმენტი
  • პიარი და მარკეტინგი
10. საკომუნიკაციო კრიზისები
  • კრიზისის არსი და იდენტიფიცირება
  • კრიზისის მართვის პრინციპები
  • ანტიკრიზისული პიარი
11. პიარ და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
  • რა ეტაპებისგან შედგება კამპანია
  • ანალიზის ინსტრუმენტები
  • ტარგეტინგის (დამიზნების) მატრიცა
12. შეფასება და მონიტორინგი
  • შეფასების და მონიტორინგის კრიტერიუმების შერჩევა
  • კრიტერიუმების მახასიათებლები
  • შეფასების და მონიტორინგის მნიშვნელობა
13. ბიუჯეტირება და თაიმლაინი
  • ბიუჯეტირების და ამოცანების დროში გაწერის კრიტიკული მნიშვნელობა
  • როგორ მოვახდინოთ ბიუჯეტირება და როგორ გავწეროთ ისინი დროში.
ტრენერი: საბა ჯაჯანიძე
თავისუფალი უნივერსიტეტის, ESM ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მარკეტინგის მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების კურსდამთავრებული.
რვაწლიანი გამოცდილება პიარისა და მარკეტინგის სფეროში, ორწლიანი გამოცდილება საკონსულტაციო ბიზნესში, სამუშაო გამოცდილება კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში. ჯეპრას კონსულტანტი პიარსა და მარკეტინგულ კომუნიკაციებში. გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში, ამჟამად ხელმძღვანელობს რამდენიმე პროექტს. 
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 28 საათი, 13 შეხვედრა, კვირაში ორი დღე, ლექციის ხანგრძლივობა: 2 სთ. 19:00-21:00
ტრენინგის საფასური: 250 ლარი
  • სტუდენტებისთვის მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • ერთი კომპანიიდან 2 და მეტი მსურველის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი შეღავათი;
  • მოქმედებს საბანკო განვადება.
კურსის დასრულების შემთხვევაში, მსმენელი მიიღებს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები