ბიზნეს იურიდიული დოკუმენტების შედგენა
ღირებულება:
350
ლარი
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიხდება სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა, ან მის მონაწილედ ყოფნა.
ჩვენი პროფესიული ტრეინინგ კურსის მიზიანია მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება და იმ უნარჩვევების გამომუშავება, რომელიც აუცილებელია ძირითადი იურიდიული დოკუმენტების შედგენისათვის.
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ან სურს იმუშაოს სამოქალაქო საქმეთა ადვოკატად ან ვინც სამსახურებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე საჭიროებს ამ სფეროში ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას.
კურსი წარმოადგენს თეორიისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ნაზავს, რაც საშუალებას აძლევს მსმენელებს რეალურად განახორციელონ თეორიულად განხილული საკითხები და შექმნან ესა თუ ის იურიდიული დოკუმენტი.
კურსი დაეთმობა შემდეგი საკითხების განხილვასა და პრაქტიკაში განხორციელებას:
კურსი დაეთმობა შემდეგი საკითხების განხილვასა და პრაქტიკაში განხორციელებას:
- გარიგება და ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფორმები. ხელშეკრულებები ელექტრონული ფორმით;
- მოლაპარაკებები და ხელშეკრულების დადების პრაქტიკული საკითხები;
- ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა, გაუქმება;
- პირგასამტეხლო, ბე, წინარე ხელშეკრულება;
- ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ;
- დავალების ხელშეკრულება;
- საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები (ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობა გადახდის განვადებით, გამოსყიდვა, ოფციები, საერთაშორისო ნასყიდობა, ნასყიდობა აკრედიტივით, აკრედიტივის სახეები, (დოკუმენტური აკრედიტივი, გამოძახებადი და გამოუძახებადი, დადასტურებული და დაუდასტურებელი, დაფარული (დეპონირებული) და დაუფარავი (გარანტირებული), ტრანსფერაბელური, რევოლვერული, სარეზერვო, საკომპენსაციო აკრედიტივები, აკრედიტივი წითელი პირობით);
- ტურიზმი, გადაზიდვა, გადაყვანა და სატრანსპორტო ექსპედიცია;
- ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებები: ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, ფრენშაიზინგი;
- სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები, და იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები;
- საპროცესო დოკუმენტები (სარჩელი, შეგებებული სარჩელი, მორიგების აქტი განცხადება, გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ, განცხადება უდავო წარმოების წესით საქმის წარმოების დაწყების შესახებ);
- დაზღვევა; დაზღვევის სახეები.
რითი ისარგებლებენ მონაწილეები:
- თქვენ შეხვდებით ახალ ადამიანებს და გააფართოებთ თქვენს პროფესიულ ქსელს;
- ისარგებლებთ ფასდაკლებით კომპანიის სერვისებზე;
- მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო სფეროში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.
ტრენერი: ლევან ჯანაშია
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი, 2008.
განრიგი: ტრენინგი ჩატარდება კვირაში სამჯერ.
პროგრამის ღირებულების გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ 3 თვიანი უპროცენტო განვადებით ან შეღავათიანი სესხით ერთ წლამდე ვადით.
პროგრამის ღირებულების გადახდისას შეგიძლიათ ისარგებლოთ 3 თვიანი უპროცენტო განვადებით ან შეღავათიანი სესხით ერთ წლამდე ვადით.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს