GE

სულხან-საბას ქ. 1/5                       ტელ.: (+995) 32 272 87 87           ელფოსტა: birchadze12@gmail.com
თბილისი, საქართველო                          (+995) 32 218 06 10           ვებგვერდი: http://www.nbacademy.ge
                                                                      (+995) 593 73 70 43
                                                                      (+995) 32 214 66 43

მეტი
ბუღალტერიის სრული კურსი + გაძლირებული ექსელი საჩუქრად
ტრენინგ ცენტრი "NB" გიწვევთ პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე:
 
კურსი შედგება სამი საფეხურისგან:
  • პირველი საფეხური: ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით.
  • მეორე საფეხური: კომპიუტერული ბუღალტერია ORIS; INFO; SUPERFIN (არჩევით).
  • მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში. (რეალური საბუთების დამუშავებით)
მსმენელებს გადეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ამოცანათა კრებულები!
კურს უძღვება 10-წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი მარიამ ბერიძე.
  
პირველი საფეხური - თეორია 
  • საწარმოთა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროსა და ბანკის ოპერაციები
  • მარაგის აღრიცხვისა და თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
  • მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა.
  • ავანსებისა და უიმედო ვალების აღრიცხვა.
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხების აღრიცხვა.
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება.
  • ხელფასებისა და დივიდენდების აღრიცხვა.
  • იჯარის აღრიცხვა.
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა .პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
  • კურსთაშორისი სხვაობების აღრიცხვა.
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების აღრიცხვა
  • ბალანსის შედგენა
მეორე საფეხური: ORIS;  INFO; SUPERFIN - ბუღალტერიის შესწავლა (არჩევითი).
  • ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
  • ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
  • ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
  • სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
  • ორგანიზაციებთან  მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
  • ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭვდა.
  • ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
  • მოგება-ზარალის ფორმირება.
  • ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ  ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
  • საოპერაციო  პერიოდის დახურვა და გახსნა.
მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში

სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე,  როგორცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
 
შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
  • სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება,
  • სასაქონლო ზედდებულების, ქვე-ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს.
  • ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
  • ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
  • ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშება
  • დროებითი სხვაობების განხილვა.
  • ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების; ქონების, წლირი საშემოსავლოს) შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე.
კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე. 
 
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით დილის, შუადღის და საღამოს ჯგუფებში.
 
კურსის ხანგრძლივობა:
სრული კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (40 ლექცია). მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობა 1 საათი.
 
ღირებულება:
სრული კურსი (3 თვე) 2-5 კაციან ჯგუფში 500 ლარი.
ინდივიდუალურად 600 ლარი.
 
თანხის გადახდა შესაძლებელია სამ ეტაპად.
 
შესაძლებელია თითოეული საფეხურის ცალ-ცალკე გავლაც:
  1. თეორიული ნაწილი 15 გაკვეთილი - ჯგუფში 200 ლარი, ინდივიდუალურად 250 ლარი;
  2. ORIS, INFO 10 გაკვეთილი - ჯგუფში 80 ლარი, ინდივიდუალურად 100 ლარი
  3. სტაჟირება 15 გაკვეთილი - ჯგუფში 150 ლარი, ინდივიდუალურად 250 ლარი
კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
 
Advanced Excel 2016 – გაძლიერებული ექსელის კურსი საჩუქრად.

 
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები