GE

სულხან-საბას ქ. 1/5                       ტელ.: (+995) 32 272 87 87           ელფოსტა: [email protected]
თბილისი, საქართველო                          (+995) 32 218 06 10           ვებგვერდი: www.nbacademy.ge
                                                                      (+995) 593 73 70 43
                                                                      (+995) 32 214 66 43

მეტი
ლაზერული და ნემსით ეპილაციის შემსწავლელი კურსები დასაქმებით

NB აკადემია, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს, გთავაზობთ  ლაზერულ და ნემსით (ელექტრო)  ეპილაციის შემსწავლელ კურსებს.

კურსი განკუთვნილია: მათვის ვისაც სურს სილამაზის სალონებში ან ესთეტიკურ ცენტრებში ლაზეროთერაპევტად მუშაობა, ან საკუთარი კაბინეტის გახსნა. 

გაითვალისწინეთ საუკეთესო კურსდამთავრებულებს ცენტრი აქტიურად ეხმარება დასაქმებაში!

ლაზერული ეპილაციის კურსის თემატიკა:

  1. სამუშაო ადგილის ორგანიზაცია და აღჭურვა. 
  2. მომხმარებელთან ურთიერთობის ფსიქოლოგია. 
  3. სანიტარიისა და ჰიგიენის მოთხოვნები და წესები.
  4. ადამიანის თმის აგებულება და სტრუქტურა.
  5. თმის სასიცოცხლო ციკლი და მისი განვითარების ფაზები.
  6. ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზები.
  7. ლაზერული ეპილაცია, ჩვენებები და უკუჩვენებები.
  8. ლაზერული ეპილაციის ჩატარების ტექნიკა ზონების მიხედვით.
  9. ლაზერული ეპილაციის ნაირსახეობები
  10. აპარატის ტექნიკური მოვლის საკითხების განხილვა.

კურსის შესწავლა ხდება უახლეს გერმანულ Golden Laser ის ფირმის სამ სხივიან აპარატზე, რომელიც აერთიანებს ალექსანდრიტის, დიოდის და ნეოდიუმის სხივს, რაც სამმაგ ეფექტს იძლევა.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება: სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვა, სანიტარული ნორმების დაცვა, მომხმარებელთან ურთიერთობა, კონსულტაციის გაწევა, მათთვის შესაფერისი სიმძლავრის იმპულსის შერჩევა ინდივიდუალურად კანის ტიპის მიხედვით. 

კურსის ბოლოს ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 2 კვირა (შეხვედრა კვირაში 3-ჯერ. 1 სთ.
კურსის ღირებულება: ჯგუფში 500 ლარი (2-5კაცი). ინდივიდუალურად 800 ლარი.
ჩაწერა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციით.

ნემსით (ელექტრო) ეპილაციის კურსის თემატიკა:

  • კანის ტიპები
  • ჭარბთმიანობის გამომწვევი მიზეზები
  • თმის სტრუქტურის აგებულება, კანის დანამატები
  • პროცედურისთვის ყველა სახარჯო მასალის და მოწყობილობის მიმოხილვა
  • კანის მომზადება დამუშავება პროცედურისთვის
  • სტერილიზაცია
  • კანის მოვლის პროცედურები ელ. ეპილაციის შემდგომ


კურსის ბოლოს მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 1 კვირა 4 გაკვეთილი. გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ.
კურსის ღირებულება: ინდივიდუალურად 200 ლარი.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი დეკემბერი 2024
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები