GE

სულხან-საბას ქ. 1/5                       ტელ.: (+995) 32 272 87 87           ელფოსტა: birchadze12@gmail.com
თბილისი, საქართველო                          (+995) 32 218 06 10           ვებგვერდი: www.nbacademy.ge
                                                                      (+995) 593 73 70 43
                                                                      (+995) 32 214 66 43

მეტი
პერმანენტული მაკიაჟის და რემოვერის სერთიფიციერებული კურსი

პერნამენტული მაკიაჟის და არასასურველი პიგმენტის მოცილების REMOVER- ის კურსი

კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს აღნიშნული პროფესიის შესწავლა. კურსის მსვლელობისას მოსწავლეები აღჭურვილი იქნებიან ყველა საჭირო მასალით და აპარატურით. ყველა გაკვეთილი პრაქტიკულია. სწავლება მიმდინარეობს უახლესი მეთოდებით.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ გარანტირებული  დასაქმების შანსი!

პერნამენტული მაკიაჟის თეორიული და პრაქტიკული კურსის თემატიკა:

  • სამუშაო ადგილის მოწყობა, ასეპტიკა, ანტისეპტიკა
  • პროცედურისთვის ყველა სახარჯო მასალისა და მოწყობილობის მიმოხილვა.
  • კანის ფუნქციები და აგებულება
  • ჩვენება-უკუჩვება
  • გეომეტრია და სიმეტრია პერნამენტული ტატუირებისთვის.
  • პიგმენტთან მუშაობა, მათი შერჩევის და გამოყენების მეთოდები.
  • ანესთეზია.
  • პრაქტიკული მუშაობა:
  • წარბის აგებულება, სახეობები, ესკიზის აგება.
  • წარბის მიკრობლეიდინგი
  • წარბის ტატუაჟი; წარბის დაფერვა
  • თვალის ლაინერი. ისრების აგების წესები.
  • ტუჩის კონტურინგი; ასიმეტრიის გასწორება, ტუჩების ზომის გაზრდა.
  • ტუჩის დაფერვა
  • კანის მოვლა პროცედურის შემდეგ

კურსის დროს თითოეული სტუდენტი გადის პრაქტიკას ლატექსზე (ხელოვნურ კანზე) 4 პრაქტიკული გაკვეთილი,
ცოცხალ პერსონალურ მოდელზე 6 პრაქტიკული გაკვეთილი.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე,12 გაკვეთილი. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ 2 საათი.ღირებულება: ინდივიდუალურად 900 ლარი.

არასასურველი პიგმენტის მოცილების REMOVER- ის კურსი

თუ გსურთ არასასურველი ნამუშევრის წაშლა, ან ძველი პიგმენტის მოცილება კანიდან, მაშინ ვიყენებთ წამშლელ პიგმენტს.

  • ტუჩი
  • წარბი
  • ნებისმიერი ტატუ.
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: 3 გაკვეთილი. აქედან 2 პრაქტიკული გაკვეთილი. ღირებულება: 300 ლ

ორივე კურსის გავლის შემთხვევაში ღირებულება: 1000 ლ

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2025
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები