მეტყველების კულტურა - ინტეგრირებული კურსი
ღირებულება:
245
ლარი
ტრენინგცენტრი „ნექსთ ლეველი“ აცხადებს მიღებას ინტეგრირებულ ტრენინგკურსზე: მეტყველების კულტურა, როგორც უფროსებისთვის, ასევე 10-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (საბავშვო ჯგუფებში დასწრება შესაძლებელია ოჯახის ერთი ზრდასრული წარმომდაგენლისთვისაც).
სახალისო მასტერკლასები და შესამჩნევი შედეგი!
16 აკადემიური საათი! 8 შეხვედრა!
ტრენინგები ტარდება ინტეგრირებულად: როგორც ადგილზე (აუდიტორიაში), ასევე ონლაინ!
სასწავლო მასალები იტვირთება ფეისბუქის დახურულ ჯგუფში.
პროგრამის კომპონენტები:
- ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის თანხვედრის მნიშვნელობა და ინფორმაციის გადაცემის პროცესის მართვა
- სწორ ინტონაციებსა და მახვილებზე მუშაობა
- სამეტყველო ხმა და მისი გავარჯიშება ( ხმის დიაპაზონზე, სიძლიერესა და კეთილხმოვანებაზე მუშაობა, სპეციალური სავარჯიშოებით)
- მეტყველების დარღვევების სახეები და ინფორმირება მათი გამოსწორების შესახებ (სხვადასხვა დარღვევისას გამოსაყენებელი სხვადასხვა სავარჯიშო) სამეტყველო აპარატის დამუშავება (სავარჯიშოები)
- სწორი სუნთქვის გამომუშავება
- „ლ“ ბგერის მართებულად წარმოთქმის წესები, დარღვევები და მათი გამოსწორება
- სისინა და შიშინა ბგერების კორექცია
- სავარჯიშოები ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის
- სახალისო სავარჯიშოები მეხსიერების გაუმჯობესებისთვის
- სავარჯიშოები კონცენტრაციის გაუმჯობესებისთვის
- მართლწერის საკითხები (ყველაზე ხშირად დაშვებული გრამატიკული შეცდომების მიმოხილვა)
პროგრამის სრული ღირებულება ზრდასრულებისთვის - 245 ლარი
ბავშვებისთვის (+მშობელი ან ოჯახის ზრდასრული წარმომადგენელი) – 285 ლარი
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს ან მოგვწერეთ ფეისბუქ ან ინსტაგრამ მესენჯერების საშუალებით.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით ან ონლაინ