GE
გიდისა და ტუროპერატინგის შემსწავლელი კურსები
ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი” გიწვევთ გიდისა და ტუროპერატინგის შემსწავლელ კურსებზე.

გიდის შემსწავლელი კურსი
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურიზმის ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურას, ინდივიდუალური და ჯგუფური მართვის მეთოდებს. ტურისტულ ბაზართან დაკავშირებული სიტუაციებისა და   მიმდინარე მოვლენების ანალიზს. ინდივიდუალური მუშაობისა და სიტუაციის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებათა მიღებას. ექსკურსიის ორგანიზებისა და წარმართვის სპეციფიკას.
 
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.
 
კურსი მოიცავს:
  • გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
  • ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
  • გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
  • გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
  • სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
  • ტურისტებთან ურთიერთობა და კომფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
  • ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
  • გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
  • გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
  • ჯგუფის მართვის სპეციფიკა
  • გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
კურსის ხანგრძლივობაა 250 ლარი (12 ლექცია)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობაა 1სთ.
 
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით!

ტუროპერატინგის შემსწავლელი კურსი
სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ყველა მსურველმა და ნებისმიერი პოფესიის ადამიანმა. ჩვენთან შეისწავლით: ტურების, ლაშქრობების, ექსკურსიების დაგეგმვა-შემუშავებას, ტურისტული სააგენტოების ფუნქციონირების მექანიზმებსა და მათ დამოკიდებულებას ტუროპერატორულ კომპანიებთან, მოლაპარაკების წარმოებას, მომსახურების ხრისხის კონტროლს და მის წრმატებით განხორციელებას.
 
კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი მოიცავს:
  • ტურიზმის ოპერირების საფუძვლები
  • ტურიზმის განვითარების ძირითადი ასპექტები
  • ტურიზმის სახეები და მიმართულებები, კლასიფიკაცია
  • მომსახურების კლასები და პაკეტები
  • ტურის პროექტირება
  • ტურფირმის იმიჯი, მიმზიდველი ტურპროდუქტის შექმნა
  • ხელშეკრულებები ტუროპერატორებს შორის
  • ხელშეკრულებები კვების ბლოკთან და ავტოტრანსპორტთან
  • ტურისტული დოკუმენტაცია, სავიზო მხარდაჭერის პოლიტიკა, სამოგზაურო დაზღვევა
  • ტურისტული მარშრუტის აღწერა-შედგენა, დროში გაწერა და მართვა
  • ტურპაკეტის შედგენა და ფასების კალკულაცია
კურსის ღირებულება: 250 ლარი (12 ლექცია)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ.
ლექციის ხანგრძლივობაა 1სთ.
 
კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები