GE

მელიქიშვილის 18,                           ტელ.: (+995) 599 13 17 91           ელ-ფოსტა: [email protected]
ბარნოვის №3,                                                (+995) 558 10 13 36           ვებ-გვერდი: www.uniko.ge
წერეთლის გამზირი №1                              (+995) 574 02 11 00           ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
                                                                          (+995 32) 2 22 67 03

მეტი
ფრანგული და იტალიური კონდიტერიის კურსი

ისწავლეთ, დაეუფლეთ კონდიტერიის პროფესიას და თავად შექმნით ხელოვნების უგემრიელეს ნიმუშებს. 

ვისაც სურს, საფუძვლიანად შეისწავლოს ფრანგული და იტალიური კონდიტერია, გახდეს პროფესიონალი და მიიღოს კონდიტერის საერთაშორისო სერტიფიკატი, გვეწვიეთ! უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO შესაძლებლობას გაძლევთ დაეუფლოთ ახალ პროფესიას. 

კონდიტერის პროფესიული პროგრამები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ასაკისა და სქესის მიუხედავად. კურსზე სწავლა შეუძლია, ვისაც აქვს 9 კლასის დამადასტურებელი საბაზისო ზოგადი განათლების ატესტატი. 

კურსის მიზანია სტუდენტების პროფესიონალური მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა. სწავლის პროცესში, პროფესიონალურ დონეზე დაუფლებით, განავითარებთ და დაახელოვნებთ კონდიტერის ცოდნა უნარებს. 

სტუდენტები სწავლის პროცესში გაეცნობიან ფრანგულ იტალიური სამზარეულოს სრულ ასორტიმენტს, თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნად ნიმუშებს. 

სასწავლო პროცესი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, სადაც შეისწავლით საკონდიტრო პროდუქციის ცხობის სასწავლო ტექნიკას, კრემებისა და სხვა მასალების მომზადებას, დეკორაციის ხელოვნებას. აგრეთვე, კონდიტერისთვის აუცილებელ პროდუქციის მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიებს, კალკულაციების შედგენას, მარაგების შენახვა/კონტროლს, ხელსაწყო იარაღების მოხმარება-გამოყენებას, სანიტარულ-ჰიგიენურ პროცედურების დაცვას. 

სასწავლო პროცესი სრულად ინტერაქტიულია. სტუდენტს თეორიული სწავლის პროცესშიც უშუალო შეხება ექნებათ იმ მასალასთან რაც შემდგომ, პრაქტიკული მუშაობის პროცესშია საჭირო. სტუდენტები ადგილზე, თავად, მენტორის დახმარებით შექმნიან კულინარიის შედევრებს. 

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები გაივლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც გაიცემა UNIKO-ს ორენოვანი საერთაშორისო სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი დასაქმებისთვის. 

მიღება ხდება წინასწარი ჩაწერით, რეგისტრაციის საფუძველზე. ჩვენი განრიგი მორგებული იქნება თქვენი სწავლისა და სამუშაოს გრაფიკზე. 

გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 თვე. კვირაში 2-ჯერ. 1 გაკვეთილი - 3-4 საათი

კურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში.

UNIKO -ში ხარისხი ფასზე მაღალია!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი იანვარი 2025
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები