ტელ.: (+995) 599 13 17 91 ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ტელ.: (+995) 574 02 11 00 ვებ-გვერდი: www.uniko-academy.com
ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
ქ.თბილისი: პეტრე მელიქიშვილის 18,
ქ. ქუთაისი: რუსთაველის 112
ქ. ბათუმი: აღმაშენებლის 13
ქ.რუსთავი : კოსტავას 9
ქ.თელავი : ერეკლე მეფის 2
ინგლისური ენის სწავლა მხოლოდ უცხო ენის ცოდნას არ ნიშნავს - ეს არის კომუნიკაციის, განვითარების და ახალი შესაძლებლობების კარი.
უნივერსალური ცოდნის აკადემია – UNiKO გთავაზობთ ინგლისური ენის თანამედროვე კურსს როგორც ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ასევე ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის.სწავლება მიმდინარეობს პროფესიონალი ქართველი და უცხოელი პედაგოგების ხელმძღვანელობით. აკადემია UNiKO-ში ენის კურსი ტარდება როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად.
წარჩინებულ მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ლონდონის გაცვლით სასწავლო პროგრამებში.
ასევე, UNiKO გასცემს TOEFL-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.
სწავლის დაწყებამდე მოსწავლე გაივლის ენობრივ ტესტირებას, რის საფუძველზეც განისაზღვრება მისი ცოდნის დონე და შესაბამისი პროგრამა.
გაკვეთილები ტარდება ინტერაქტიული და თანამედროვე მეთოდებით, რაც სწავლას უფრო საინტერესო და ეფექტურს ხდის.
კურსის განმავლობაში მოსწავლეები შეისწავლიან:
- კითხვას
- წერას
- გრამატიკას
- საუბარს
- მოსმენას
კურსის დონეები
ინგლისური ენის კურსი შედგება 6 დონისგან, რომლებიც სრულად ფარავს ენის ცოდნის ყველა საფეხურს.
A1 – A2 (დამწყები დონე)
- ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ:
- წერა-კითხვას
- გრამატიკის საფუძვლებს
- სიტყვების სწორ გამოთქმას
- მარტივი წინადადებების შედგენას
- ელემენტარულ კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე
B1 – B2 (საშუალო დონე)
ამ დონეზე სწავლა მოიცავს:
- გრამატიკის სიღრმისეულ შესწავლას
- პრესისა და მედიის ტექსტების გაანალიზებას
- ტექსტების თარგმნას
- მეტყველებისა და დიალოგის დახვეწას
C1 – C2 (მაღალი დონე)
ამ დონეზე სტუდენტები:
- აღწევენ ინგლისური ენის პროფესიონალურ დონეს
- ეუფლებიან რთულ და სამეცნიერო ტერმინოლოგიას
- სწავლობენ ტექსტებისა და დიალოგების პროფესიონალურ თარგმნას
ბიზნეს ინგლისური
გინდა კარიერული წინსვლა, მეტი თავდაჯერებულობა და პროფესიული განვითარება?
UNiKO გთავაზობთ ბიზნეს ინგლისურის პროფესიონალურ კურსს, რომელიც დაგეხმარებათ საერთაშორისო ბიზნეს გარემოში ეფექტურ კომუნიკაციაში.
სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სასწავლო მასალებისა და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით.
კურსი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- ბიზნეს კომუნიკაცია — საქმიანი შეხვედრები და ოფიციალური მიმოწერა
- სამედიცინო ინგლისური
- იურიდიული ინგლისური
- ტექნიკური ინგლისური
- მენეჯმენტის ტერმინოლოგია
- მარკეტინგული ტერმინოლოგია
- საბანკო და საფინანსო ტერმინოლოგია
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ:
- თავდაჯერებულ კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე
- პროფესიული უნარების განვითარებას
- საერთაშორისო ბიზნეს ურთიერთობების ეფექტურ წარმოებას.
რატომ UNIKO?
• გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები
• თანამედროვე სწავლების მეთოდები
• მოქნილი სასწავლო გრაფიკი
• ინდივიდუალური და ჯგუფური კურსები
• ონლაინ და პირისპირ სწავლება
• ხელსაყრელი მდებარეობა
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა UNiKO-ს ორ ენოვანი სერტიფიკატი
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა- სავარაუდო თარიღი აპრილი 2026
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დასწრებით