GE

ტელ.: (+995) 599 13 17 91           ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ტელ.: (+995) 574 02 11 00           ვებ-გვერდი: www.uniko-academy.com
ფეისბუკი: goo.gl/8r5TjJ
ქ.თბილისი: პეტრე მელიქიშვილის 18, ქ. ქუთაისი: რუსთაველის 112 ქ. ბათუმი: აღმაშენებლის 13 ქ.რუსთავი : კოსტავას 9 ქ.თელავი : ერეკლე მეფის 2

მეტი
კულინარიის კურსი დასაქმებით -  სტაჟირება სარესტორნო ქსელებში
აკადემია UNiKO-ში გაძლევთ შესაძლებლობას პროფესიონალურად დაეუფლოთ მსოფლიო სამზარეულოს, კერძების მომზადების ტექნოლოგიას, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და რეალურად მოემზადოთ კულინარიის სფეროში დასაქმებისთვის. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალი მზარეულისთვის.

აკადემია UNiKO სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, პროფესიონალ ლექტორებს და ცოდნას, რომელიც რეალურად გამოიყენება სამუშაო გარემოში.

პროგრამა შექმნილია ისე, რომ სტუდენტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ  პროდუქტების დამუშავება, კერძების მომზადების ტექნოლოგია და სამზარეულოში მუშაობის პროფესიული სტანდარტები.

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
  • კვების პროდუქტების დამუშავების ტექნოლოგიას და სხვადასხვა კერძის მომზადებას;
  • კვების ჰიგიენის საფუძვლებს;
  • ჰასპის სტანდარტს
  • სანიტარული ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას;
  • სამზარეულოს ორგანიზაციასა და მუშაობის პროცესს.
კულინარიის კურსს უძღვებიან მოქმედი შეფ-მზარეულები, რომლებიც სტუდენტებს უზიარებენ როგორც პროფესიულ ცოდნას, ასევე რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას.

კურსის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
  • კვება და მისი მნიშვნელობა
  • კვების პროდუქტების კლასიფიკაცია შედგენილობის მიხედვით
  • მინერალური ელემენტები, ვიტამინები და წყალი — მათი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისთვის
  • საკვები ნივთიერებების კალორიულობა და ენერგეტიკული ღირებულება
  • კვების პროდუქტების ჰიგიენური დახასიათება და ხარისხის შემოწმების მეთოდები
  • სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები ნედლეულისა და მზა პროდუქციის მიმართ
  • კვების ობიექტების ორგანიზაცია და მუშაობის სპეციფიკა
  • შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესები
  • კვების ობიექტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მათი გამოყენება
  • კვების ობიექტების პერსონალი და მათი შრომის ორგანიზება
  • მზარეულის პროფესიული და ტრანსფერული უნარები
სწავლების ფორმატი

კულინარიის კურსი მიმდინარეობს:
3 თვე სწავლება + 1 თვე პრაქტიკა სარესტორნო ქსელში.

სწავლა ტარდება კვირაში 3 დღე:

კვირაში 2 დღე — თეორია (1 აკადემიური საათი)
კვირაში 1 დღე — პრაქტიკა (მინიმუმ 4 აკადემიური საათი)

კულინარიის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, რომელიც დაგეხმარებათ კულინარიის სფეროში დასაქმებაში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2026
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები