GE

პეკინის ქ. N28, მე–6 სართ.             ტელ: (+995 32) 237 19 39         ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
თბილისი, საქართველო                           (+995) 593 61 82 12          ვებსაიტი: http://www.vipintellect.ge
                                                                       (+995) 551 19 61 10          ფეისბუქი: http://on.fb.me/YD5BjQ

მეტი
10%-იანი ფასდაკლება ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის შემსწავლელ კურსზე

მხოლოდ , მხოლოდ EDU.ARIS.GE-ის მკითხველისთვის, VIP IntelLect Group აცხადებს 10%-იან ფასდაკლებას ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კურსზე.

EDU-პრომო აქციის ფარგლებში თქვენთვის კურსის ღირებულება იქნება 405 ლარი 450 ლარის ნაცვლად.

კურსი მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოგისტიკის მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოგისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები, მათ შორისაა: სოკარ ჯორჯია, შავი ზღვის ტერმინალი, ივერმედი, ვესტინვესტი, ნიკორა ტრეიდი, თეგეტა მოტორსი, კავკასუს ონლაინი, დიო, ინსტა, ფარმაცევტული კომპანიები და სხვადასხვა სატრანსპორტო, გადამზიდავი კომპანიები და მრავალი სხვა.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა.

კურსდამთავრებული უპირატესობანი:

  • Sales Forecasting-გაყიდვების პროგნოზირება
  • Supply Chain-მოთხოვნა-მოწოდების ჯაჭვი
  • Expedition-ტრანსპორტირების მართვა
  • Warehouse Management -საწყობის მართვა
  • Fleet Management - ავტოპარკი (ტრანსპორტირების მენეჯმენტი)
  • Delivery- მიწოდება

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს:

  • შესავალი ლოგისტიკაში, ლოგისტიკის მნიშვნელობა, მიზნები და მათ შორის არსებული კონფლიქტები;
  • მომარაგების ლოგისტიკა: მომარაგების ბაზრის კვლევა, მომწოდებლების შერჩევა და ანალიზი;
  • მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა და რისკების ანალიზი. ქეისების განხილვა მიწოდების ჯაჭვზე (Seven eleven japan, Zara, Caladero...), just-in-time სისტემა; 
  • მარაგების როლი სავაჭრო და ინდუსტრულ კომპანიებში და მისი მართვა;
  • საერთაშორისო გადაზიდვების სახეები, ინკოტერმსი და მისი გამოყენება საერთაშორისო გადაზიდვებში;
  • საბაჟო პროცედურები და დაზღვევა; 
  • ლოგისტიკური ცენტრები და სასაწყობო მეურნეობა; 
  • მიწოდების ლოგისტიკა, მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;

ლექციების მიმდინარეობისას დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკული მაგალითებს, ლოგისტიკოს და მიწოდების ჯაჭვში მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებს განხილვას და სხვადასხვა ამოცანებს;

კურსდამთავრებული შეძლებს: ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს პროცესები: შესყიდვებს, დისტრიბუციას, საწყობის/მარაგების მართვას, ტრანსპორტირებას, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასებას, ხარჯების მინიმიზაციას და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

კურსი მოიცავს: 16 საათს
სწავლის ღირებულება:

ჯგუფში ერთი მონაწილისთვის - 405 ლარი 450 ლარის ნაცვლად

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები!

ლექციებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები, სპეციალური მოწვევით: სოსო ჭიპაშვილი, მიხეილ კუტალაძე!

საკონსულტაციო მომსახურება: ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე ტიპის ლოგისტიკური პრობლემა ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები!

ლექციებს უძღვებიან პროფესიონალი ტრენერები, სპეციალური მოწვევით: იოსებ ჭიპაშვილი და მიხეილ კუტალაძე!

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ნოემბერი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები