GE
Microsoft Access-ისა და SQL Server-2014-ის კურსები - სწავლება დისტანციურად!

VIP Imtellect Group გთავაზობთ პროფესიონალური დონის კურსებს Microsoft Access-ისა და SQL Server -2014-ის ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა.

VIP INTELLECT GROUP-ის პროფესიონალთა გუნდი და ტრენერები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას, მაგრამ ამავდროულად არ შევჩერდეთ და შევისწავლოთ ახალი პროფესია, გთავაზობთ სხვადასხვა პროფესიების შესწავლას დისტანციურად.

1. Microsoft Access:

მონაცემთა ბაზების მომსახურე პერსონალს უწევს ბაზაში ახალი ინფორმაციის დამატება, საჭირო მოთხოვნის შედგენა და მონაცემთა სწრაფი ძებნა, სხვადასხვა ტიპის ფორმების აგება, შედეგების რაპორტირება, გადაგზავნა, იმპორტი და ექსპორტი ბაზაში;

მოდული 1: ცარელი მონაცემთა ბაზის შექმნა, შენახვა, გახსნა. მონაცემთა ბაზის შექმნა შაბლონის დახმარებით. ცხრილის შექმნა - ინფორმაციის შეყვანით; ველების განსაზღვრით, სხვა ცხრილზე დაყრდნობით; ველის ტიპები - ტექსტური, რიცხვითი, ლოგიკური...; შესაბამისი ველის ტიპის შერჩევა.

მოდული 2: ცხრილებთან/ველებთან/მონაცემთა ჩანაწერებთან მუშაობა - პირველადი გასაღების შექმნა, პირველადი გასაღები მრავალი ცვლადით; მონაცემების შეყვანა, რედაქტირება, ძებნა, ჩანაცვლება, წაშლა, ნავიგაცია, ფილტრი, სორტირება. რელიაციური მოდელები: ერთი ერთთან, ერთი მრავალთან; პირველადი და გარე გასაღები. ცხრილებს შორის მიმართებების შეგმნა, შეცვლა, წაშლა, ბეჭდვა. ინფორმაციის შენახვის ოპტიმიზაცია Table Analyzer - ის გამოყენებით.

მოდული 3: მონაცემთა ვალიდაცია ველის და ცხრილის დონეზე; ინდექსები და მათი საჭიროების წარმოქმნა; პირველადი გასაღები, ინდექსები განმეორებადი და არაგანმეორებადი მონაცემებით; Lookup ველის შექმნა, რედაქტირება; Lookup ველის ხედი ერთი ან რამოდენიმე ველით. Lookup ველი რამოდენიმე ჩანაწერით.

მოდული 4: ფორმების შექმნა; ცარელი ფორმის შექმნა, ფორმის შექმნა ოსტატის დახმარებით. ფორმის კავშირი ცხრილთან. ფორმის სხვადასხვა ხედი. ფორმის რედაქტირება - ველების დაჯგუფება და ჯგუფების დაშლა. ფორმაში ფილტრი, სორტირება, ძებნა, ნავიგაცია. დაქვემდებარებული ფორმების შემნა - მთავარი და დაქვემდებარებული ფორმები. დაქვემდებარების წესის და ველების განსაწღვრა. ფორმის ავტო ფორმატი.

მოდული 5: ფორმების ფუნქციონალობის გაძლიერება სხვადასხვა ობიექტის დამატებით (Text, Lable, Button, Tab, ComboBox, ListBox...). აღნიშნული ობიექტების თვისებები (სიგრძე, სიგანე, ფერი, ფონტი, გვერდი სტილი) შეცვლა, მათი კავშირი ველთან, მასკა. რედაქტირების აკრძალვა ველიას ან ფორმის დონეზე.

მოდული 6: ანგარიშების (Reports) ფორმირება; მარტივი ანგარიში, ანგარიშების ფორმირება ოსტატის გამოყენებით, ანგარიშები მრავალ ცხრილზე დაყრდნობით; ავტოფორმატი ანგარიშებში; მონაცემების სორტირება და ფილტი ანგარიშებში; ანგარიშის გახსნა სხვადასხვა რეჟიმში. ანგარიშების რედაქტირება; ცურცლის პარამეტრები.

მოდული 7: მოთხოვნების შექმნა ერთ ცხრილზე დაყრდნობით, მრავალ ცხრილზე დაყრდნობით, მოთხოვნაზე დაყრდნობით;ჩამატების, რედაქტირების და წაშლის მოთხოვნების შექმნა.

მოდული 8: მონაცემების ფილტრი და სორტირება მოთხოვნაში. ფუნქციების გამოყენება მოთხოვნაში; დაჯგუფების მოთხოვნები; ფილტრის როგორც მოთხოვნის შენახვა; დათვლადი ველების შექმნა მოთხოვნებში;

მოდული 9: მარტივი მაკროსების შექმნა; პროცესების ავრომატიზაცია. ფორმის და ანგარიშის გახსნა, მონაცემების განახლება პროგრამულად; ძებნა და ფილტრი მაკროსით; გლობალური ობიექტის TempVars გამოყენება. ორი Combobox ის შეთანხმებული მუშაობა. მენიუს შექმნა პროგრამულად.

მოდული 10: მონაცემთა იმპორტი და ექსპორტი სხვადასხვა ფორმატში; სხვა მონაცემთა წყაროდან ცხრილების დაკავშირება; იმპორტის და ექსპორტის სპეციფიკაციების შენახვა.

მოდული 11: ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული შაბლონური ქეისების მაგალითზე: Contacts, NorthWind

მოდული 12: ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული ქეისების მაგალითზე: „მომსახურება“, „წარმოება“, „დისტრიბუცია -რეალიზაცია“, “ადამიანური რესურსების მართვა”

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია 1სთ 30წთ-იანი.

ღირებულება:

ინდივიდუალურად - 450 ლარი.
2/3 კაციან ჯგუფში 350 ლარი.

2. SQL Server ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა:

კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server–ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს მსმენელებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server–ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.

სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები: მსმენელი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ: ოპერაციული სისტემები (საფუძვლები), კომპიუტერის არქიტექტურა, პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამირების საფუძვლები.

კურსის შინაარსი:
ლექცია 1: SQL Server 2014-ის ინსტალაცია და კონფიგურირება
ლექცია 2: მონაცემთა ბაზის კონფიგურირება და ექსპლოატაცია
ლექცია 3: SQL Server -ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ლექცია 4: მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა
ლექცია 5: SQL Server-ის ავტომატიზაცია
ლექცია 6: Microsoft SQL Server მონიტორინგი და წარმადობის ოპტიმიზაცია
ლექცია 7: DDL (Data Definition Language), მონაცემების დაჯგუფება
ლექცია 8: ლოგიკური ოპერაციები, ჩადგმული სიმრავლეები
ლექცია 9: ცხრილები, მონაცემთა ტიპები და მონაცემთა მთლიანობა
ლექცია 10: DML (Data Manipulation Language)
ლექცია 11: ცვლადების, ციკლების სტრუქტურების აღწერა (LOOP, WHILE, CASE, IF THEN, FOR)
ლექცია 12: ფუნქციების, პროცედურების და ტრიგერების აღწერა

კურსდამთავრებული შეძლებს: SQL Server-ი ერთერთი უძლიერესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, საბანკო სექტორებში და მსხვილ კომპანიებში. ეს კურსი თქვენ მოგცემთ საშუალებას შეიქმნათ პერსპექტიული მომვალი და გაარღმავოთ ცოდნა, გაუწიოთ ადმინისტრირება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების სისტემას, დაარეზერვოთ, იზრუნოთ მონაცემების უსაფრხოებაზე, მოახდინოთ ყველაფრის ავტომატიზირება და მონიტორინგი, რათა კომპანიაში არსებული თითოეული ინფორმაციის დეტალიც კი არ იქნეს დაკარგული.

ხანგრძლივობა: 12 ლექცია (კვირაში 2 ჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა: 1სთ 30წთ

სწავლის ღირებულება:
ინდივიდუალურად - 700 ლარი ერთი მსმენელისთვის;
ორ-სამ კაციან ჯგუფში - 550 ლარი ერთი მსმენელისთვის;

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები