GE
Microsoft Access-სა და SQL Server - ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა
,,VIPImtellect Group” გთავაზობთ პროფესიონალური დონის კურსებს Microsoft Access-სა და SQL Server - ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა, თბილისში.
 
Microsoft Access:
მონაცემთა ბაზების მომსახურე პერსონალს უწევს ბაზაში ახალი ინფორმაციის დამატება, საჭირომო თხოვნის შედგენა და მონაცემთა სწრაფი ძებნა, სხვადასხვა ტიპის ფორმის აგება, შედეგების დაპორტირება, გადაგზავნა, იმპორტი და ექსპორტი ბაზაში;
  • მოდული 1: ცარელი მონაცემთა ბაზის შექმნა, შენახვა, გახსნა. მონაცემთა ბაზის შექმნა შაბლონის დახმარებით. ცხრილის შექმნა - ინფორმაციის შეყვანით; ველების განსაზღვრით, სხვა ცხრილზე დაყრდნობით;ველის ტიპები - ტექსტური, რიცხვითი, ლოგიკური...; შესაბამისი ველის ტიპის შერჩევა.
  • მოდული 2: ცხრილებთან/ველებთან/მონაცემთა ჩანაწერებთან მუშაობა - პირველადი გასაღების შექმნა, პირველადი გასაღები მრავალი ცვლადით; მონაცემების შეყვანა, რედაქტირება, ძებნა, ჩანაცვლება, წაშლა, ნავიგაცია, ფილტრი, სორტირება. რელიაციური მოდელები: ერთი ერთთან, ერთი მრავალთან; პირველადი და გარე გასაღები. ცხრილებს შორის მიმართებების შეგმნა, შეცვლა, წაშლა, ბეჭდვა. ინფორმაციის შენახვის ოპტიმიზაცია Table Analyzer-ის გამოყენებით.
  • მოდული 3: მონაცემთა ვალიდაცია ველის და ცხრილის დონეზე; ინდექსები და მათი საჭიროების წარმოქმნა; პირველადი გასაღები, ინდექსები განმეორებადი და არაგანმეორებადი მონაცემებით; Lookup ველის შექმნა, რედაქტირება; Lookup ველის ხედი ერთი ან რამოდენიმე ველით. Lookup ველი რამოდენიმე ჩანაწერით.
  • მოდული 4: ფორმებისშექმნა; ცარელი ფორმის შექმნა, ფორმის შექმნა ოსტატის დახმარებით. ფორმის კავშირი ცხრილთან. ფორმის სხვადასხვა ხედი. ფორმის რედაქტირება - ველების დაჯგუფება და ჯგუფების დაშლა. ფორმაში ფილტრი, სორტირება, ძებნა, ნავიგაცია. დაქვემდებარებული ფორმების შემნა - მთავარი და დაქვემდებარებული ფორმები. დაქვემდებარების წესის და ველების განსაწღვრა. ფორმის ავტო ფორმატი.
  • მოდული 5: ფორმების ფუნქციონალობის გაძლიერება სხვადასხვა ობიექტის დამატებით (Text, Lable, Button, Tab, ComboBox, ListBox...). აღნიშნული ობიექტების თვისებები (სიგრძე, სიგანე, ფერი, ფონტი, გვერდი სტილი) შეცვლა, მათი კავშირი ველთან, მასკა. რედაქტირების აკრძალვა ველიას ან ფორმის დონეზე.
  • მოდული 6: ანგარიშების (Reports) ფორმირება; მარტივი ანგარიში, ანგარიშების ფორმირება ოსტატის გამოყენებით, ანგარიშები მრავალ ცხრილზე დაყრდნობით; ავტოფორმატი ანგარიშებში; მონაცემების სორტირება და ფილტი ანგარიშებში; ანგარიშის გახსნა სხვადასხვა რეჟიმში.ანგარიშების რედაქტირება; ცურცლის პარამეტრები.
  • მოდული7: მოთხოვნებისშექმნაერთ ცხრილზე დაყრდნობით, მრავალ ცხრილზე დაყრდნობით, მოთხოვნაზე დაყრდნობით;ჩამატების, რედაქტირების და წაშლის მოთხოვნების შექმნა.
  • მოდული 8: მონაცემების ფილტრი და სორტირება მოთხოვნაში. ფუნქციების გამოყენება მოთხოვნაში; დაჯგუფების მოთხოვნები; ფილტრის როგორც მოთხოვნის შენახვა; დათვლადი ველების შექმნა მოთხოვნებში;
  • მოდული 9: მარტივი მაკროსების შექმნა; პროცესების ავრომატიზაცია. ფორმის და ანგარიშის გახსნა, მონაცემების განახლება პროგრამულად; ძებნა და ფილტრი მაკროსით; გლობალური ობიექტის TempVars გამოყენება. ორი Combobox ის შეთანხმებული მუშაობა. მენიუს შექმნა პროგრამულად.
  • მოდული 10: მონაცემთაიმპორტიდაექსპორტი სხვადასხვა ფორმატში; სხვა მონაცემთა წყაროდან ცხრილების დაკავშირება; იმპორტის და ექსპორტის სპეციფიკაციების შენახვა.
  • მოდული 11: ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული შაბლონური ქეისებისმაგალითზე:Contacts, NorthWind
  • მოდული 12:  ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული ქეისების მაგალითზე: „მომსახურება“, „წარმოება“, „დისტრიბუცია-რეალიზაცია“, ,,ადამიანური რესურსების მართვა”.
კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია 1სთ 30წთ-იანი.
 
ღირებულება:
ინდივიდუალურად - 360 ლარი.
2/3 კაციან ჯგუფში 300 ლარი.
 
SQL Server - ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა:
კურსი მსმენელებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ SQL Server–ის ახალი შესაძლებლობები და ამით შეძლონ SQL Server  მონაცემთა ბაზებისა და სერვერების დაპროექტება, შემუშავება, ფუნქციონირება და განვითარება. გარდა ამისა, კურსი აძლევს მსმენელებს იმ ცოდნას, რაც საჭიროა SQL Server–ის აღნიშნული ახალი შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენებისათვის.
 
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:
მსმენელი უნდა ფლობდეს ცოდნას შემდეგი საკითხების შესახებ: ოპერაციული სისტემები (საფუძვლები), კომპიუტერის არქიტექტურა, პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამირების საფუძვლები.
 
კურსის შინაარსი:
  • მოდული 1: SQL Server-ის ინსტალაცია და კონფიგურირება          
  • მოდული 2: მონაცემთა ბაზის კონფიგურირება და ექსპლოატაცია
  • მოდული 3: ცხრილები 
  • მოდული 4: SQLServer-ში ინდექსების აგება         
  • მოდული 5: ტექსტის სრული ინდექსირება            
  • მოდული 6: მონაცემების გადანაწილება და დაყოფა          
  • მოდული 7: მონაცემების იმპორტი და ექსპორტი  
  • მოდული 8: პოლიტიკაზე დაფუძნებული მართვის დაგეგმვა         
  • მოდული 9: მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა     
  • მოდული 10: SQLServer-ის ავტომატიზაცია         
  • მოდული 11: SQL Server -ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა       
  • მოდული 12: Microsoft SQL Server მონიტორინგი               
  • მოდული 13: წარმადობის ოპტიმიზაცია
  • მოდული 14: მონაცემთა ბაზის მონიტორინგი      
  • მოდული 15: Microsoft SQL Server-ის მართვის ელემენტები
  • მოდული 16: ონლაინ ტესტირება
სწავლის/სწავლების მეთოდები:
აღნიშნული დისციპლინის შესწავლა ხორციელდება ლექციებზე, პრაქტიკულ მეცადინეობებზე და დამოუკიდებელი მუშაობის დროს სახელმძღვანელოების, რეკომენდირებული ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით. სწავლების პროცესში განსაკუთრებულიყ ურადღება ეთმობა შემდეგ მეთოდებს:
  • ლექციას;
  • წერითი დავალების შესრულებას;
  • რეფერატების მომზადება-პრეზენტაციას;
  • დისკუსია-სემინარების ჩატარებას;
  • დამოუკიდებელ მუშაობას;
  • საკონტროლო სამუშაოების შესრულება
კურსდამთავრებული შეძლებს:
SQL Server-ი ერთერთი უძლიერესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც დღესდღეობით გამოიყენება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, საბანკო სექტორებში და მსხვილ კომპანიებში. ეს კურსი თქვენ მოგცემთ საშუალებას შეიქმნათ პერსპექტიული მომვალი და გაარღმავოთ ცოდნა, გაუწიოთ ადმინისტრირება კომპანიაში არსებული მონაცემთა ბაზების სისტემას, დაარეზერვოთ, იზრუნოთ მონაცემების უსაფრხოებაზე, მოახდინოთ ყველაფრის ავტომატიზირება და მონიტორინგი, რათა კომპანიაში არსებული თითოეული ინფორმაციის დეტალიც კი არ იქნეს დაკარგული.
 
ხანგრძლივობა:12 – 2საათიანი ლექცია
 
კურსის ღირებულება:
ორ-სამ კაციანჯგუფში - 700 ლარი;
4-5 კაცი და მეტი - 550 ლარი;
 
გაითვალისწინეთ!  ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები