GE
პრაქტიკული ბუღალტერიისა და ფინანსური მენეჯმენტის IFRS for SMEs - ის შემსწავლელი კურსები

,,VIP Intellect Group” გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიისა და ფინანსური მენეჯმენტის  IFRS for SMEs -ის  შემსწავლელ კურსებს!

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 21 წლიან გამოცდილებას!

გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს რაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით. ჩვენ ვზრუნავთარა მხოლოდ თქვენთვის ახალი პროფესიის შესწავლაზე, არამედ ჩვენი და თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიან გამოცდილების მქონდე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენს მიერ, წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად!

გაითვალისწინეთ, ჩვენთან შესაძლებელია ბუღალტერიის მომზადება ინგლისურ ენაზეც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებში.

კურსი მოიცავს:

  • პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა (Oris, Superfin, Info, 1C)

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მომქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის  და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოდ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერები.

მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა,  სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - ორი თვე
ლექციის ხანგრძლივობა -1.30
კურსის ღირებულება სამ-ოთხ კაციან ჯგუფში: თვეში 200 ლარი

ლექციის ხანგრძლივობა - საათნახევარი
კურსის ღირებულება წყვილში: თვეში 300 ლარი

ლექციის ხანგრძლივობა - ერთი საათი
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად : თვეში 400 ლარი

კომპიუტერული ბუღალტერია:

ორისი -8 საათი - 200 ლარი ჯგუფში
სუპერფინი - 8 საათი - 200 ლარი ჯგუფში
ინფო - ლარი ჯგუფში - 200 ლარი ჯგუფში

1C -ბუღალტერია

2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 250 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 350 ლარი

www.rs.ge - სთან მუშაობის შესწავლა

ინდივიდუალურად: 1 ლექცია -30 ლარი.

ფინანსური მენეჯმენტი  IFRS for SMEs

პროგრამა განკუთვნილია:  2-3 კატეგორიის კომპანიებისთვის, ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.
აგრეთვე გაგიწევთ კონსუტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსი მოიცავს:

ლექცია 1-8 სამეურნეო ოპერაციებისა და მოვლენების აღრიცხვა

  • მცირე და საშუალო საწარმოები
  • კონცეფციები და ძირითადი პრინციპები
  • მარაგები
  • ძირითადი საშუალებები
  • არამატერიალური აქტივები გუდვილის გარდა
  • იჯარა
  • ამონაგები
  • სახელმწიფო გრანტები
  • ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები
  • სპეციალიზებული საქმიანობა

ლექცია 9-10 შეფასებები

  • საინვესტიციო ქონება
  • ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
  • აქტივების გაუფასურება
  • სააღრიცხვო პოლიტიკა, შეფასებები და შეცდომები

ლექცია 11-12 ანგარიშგები

  • სრული შემოსავლის ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება 
  • ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
  • საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგება და მოგებისა და ზარალის და გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება
  • ფულადი ნაკადების ანგარიშგება
  • ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები
  • დაკავშირებულ მხარეთა განმარტებითი შენიშვნები
  • საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები
  • ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
  • ფინანსური ანგარიშგების წარდგენა
  • მსს ფასს-ზე გადასვლა 

ლექცია 13 ფინანსური ინსტრუმენტები

  • ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები
  • სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხები
  • ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი

კურსს უძღვება: მიხეილ მუმლაძე

მიხეილის პროფესიული კარიერა მოიცავს 10 წლიან სამუშაო გამოცდილებას ფინანსებში, ბუღალტერიაში, ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგში. მიხეილი მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში და ასევე საჯარო სექტორში. მისი გამოცდილება მოიცავს მუშაობას წარმოების მიმართულებით ასევე ენერგეტიკის სექტორში. 2018 წლიდან მიხეილი კითხულობს სალექციო კურსს IFRS სტანდარტები პროფესიონალი ბუღალტრებისთვის და ფინანსების მართვას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. 

მიხეილი ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის სისტემების ანალიზსა და დიზაინში - City University London. ასევე, ACCA-ის უმაღლეს დიპლომს აღრიცხვასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში.

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 600 ლარი - 4 კაცი და მეტი ჯგუფში.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს ,,პსპ დაზღვევა“, შპს ,,ემბავუდ ჯორჯია“, შპს ,,ფურშეტ ჯორჯია“, შპს ,,სახალხო აფთიაქი“, შპს ,,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები