GE
პროგრამირების შემსწავლელი პროფესიონალურ კურსები - C++
VIP INTELLECT GROUP -ი გთავაზობთ პროგრამირების შემსწავლელ პროფესიონალურ კურსებს: C++;
 
პროგრამას უძღვებიან: პრაქტიკოსი, გამოცდილი პროგრამისტები სპეციალური მოწვევით, რომელებიც მუშაობენ საერთაშორისო ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე, რომლებიც არიან მრავალი პროგრამული უზრუნველყოფის (სამაგიდო და ვებ აპლიკაციების) ავტორი რომლებიც დანერგილია და წარმატებით გამოიყენება პრაქტიკაში.
 
კურსის მიზანი და ამოცანები:
 კურსის მიზანია ხელი შეუწყოს  C++ ენის ბაზაზე, დაპროგრამების ძირითადი ტექნოლოგიების გაცნობას და სისტემების დაპროგრამების ვიზუალური  საშუალებების ათვისებას.
 
კურსის მოსალოდნელი შედეგები:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება:
  • ალგორითმების შედგენა და პროგრამების დაწერა C++ ენაზე;
  • დაპროგრამების ძირითადი თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • ვიზუალური დაპროგრამების ძირითადი საშუალებები;
კურსის მოცულობა: 48 საათი
ლექციები ტარდება: კვირაში 2-ჯერ
მეცადინეობათა ინტენსივობა: კვირაში ორჯერ, თითო გაკვეთილი 2 საათი
 
კურსის პროგრამაში ჩართვის წინაპირობა და სამიზნე ჯგუფი: მსმენელები უნდა ფლობდნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების ზოგად უნარებს.
 
კურსის  ღირებულება 2-3 კაციან ჯგუფში:   თვეში 350 ლარი
ინდივიდუალურად: 450 ლარი
 
კურსის პროგრამის  შინაარსი: 
  • რა არის პროგრამირება, პროგრამა,  მოკლე მიმოხილვა, პროგრამის სტრუქტურა , ცვლადების ტიპები. უმარტივესი პროგრამის დაწერა. შეტანა-გამოტანის ოპერატორები   
  • ოპერატორები; (პირობითი ოპერატორები, ცვლადებზე მოქმედებები, ლოგიკური ოპერატორები) - ციკლები. for და while;switch ოპერატორი
  • მასივები, მასივებთან მუშაობა, მასივის დალაგება
  • ვექტორები, მრავალგზანზომილებიანი ვექტორები
  • სტრიქონები
  • შემთხვევითი სიდიდეები
  • ფუნქციები. void ფუნქციები, რეკურსიული ფუნქციები, არგუმენტიანი ფუნქციები.  ფუნქციების გადატვირთვა (overload)
  • ფაილებთან მუშაობა. წაკითხვა-ჩაწერა
  • მიმთითებლები (pointer)
  • დინამიური მეხსიერება
  • გამონაკლისი სიტუაციების დამუშავება
  • მომხმარებლის მიერ განსაზღვრული ტიპები - struct, union, enum
  • კლასები, კონსტრუქტორები და დესტრუქტორები
  • ოპერატორების გადატვირთვა (overload)
  • მეგობარი ფუნქციები და კლასები
  • კლასების შთამომავლობითობა
  • აბსტრაქტული კლასები და ვირტუალური წევრები
  • შაბლონები
  • Namespace -ები
  • შეტყობინებები 
  • რთული მემკვიდრეობითობა
  • კრიპტოგრაფიული ალგორითმები
  • პროექტის აგება
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.
 
ვიღებთ შეკვეთებს პროგრამების შექმნაზე!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები