GE
სახელმწიფო შესყიდვების თეორიული და პრაქტიკული კურსი
ღირებულება: 300 ლარი
VIP INTELLECT GROUP-ი გთავაზობთ ტრენინგს - სახელმწიფო შესყიდვები - თეორიული და პრაქტიკული კურსი, თბილისში!
 
კურსის მიზანი: დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში და შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ არსებული ცოდნის გაღრმავებაში. კურსის მსმენელები გაეცნობიან სფეროში არსებულ გამოცდილებას, მიიღებენ როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ცოდნას.
 
სასწავლო კურსი მოიცავს:
თეორიული ნაწილი:
  • სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო (ნორმატიული აქტების მიმოხილვა);
  • სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი, გეგმის რეგისტრაცია,ბაზრის კვლევის პროცედურები;
  • სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნა, მისიფუნქციები, მოვალეობები, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის ძირითადი პრინციპების განხილვა (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ტექნიკური დავალება, გამოცდილება, სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება);
  • ხელშეკრულების მომზადება, სახელშეკრულებო ვალდებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, საკანონმდებლო მოთხოვნები და სტანდარტები, ხელშეკრულებების რეგისტრაცია;
  • SMP მოდული - ექსკლუზიური უფლებამოსილება, გადაუდებელი აუცილებლობა, შეთანხმება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ, ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება და ცვლილება გამარტივებულ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში;
  • დავების განხილვის საბჭო;
პრაქტიკული ნაწილი:
  • სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდის განხილვა, სისტემის გამოყენება, დოკუმენტაციის განთავსება;
  • გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერის გამოცხადება;
  • SMP მოდულში ინფორმაციის განთავსება - საუკეთესო პრაქტიკის განხილვა;
  • CMR მოდულისგამოყენება;
კურსდამთავრებულის უპირატსობა:
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს: 
  • სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების პროექტის მომზადებას;
  • სრულყოფილად განახორციელებენ გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;
  • მოამზადებენ ხელშეკრულებების პროექტებს;
  • გამოიმუშავებენ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით სატენდერო მოთხოვნის განსაზღვრის უნარ-ჩვევებს;
  • მოახდენენ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას და მის შესაბამის რეგისტრაციას, გეგმის კორექტირებას;
  • გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის ძირითად პრინციპებს;
  • შეაფასებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებს და საქმიანობის ფარგლებში მოახდენენ მათ სწორ და სამართლებრივ ინტერპრეტაციას. 
კურსი სხანგრძლივობა: 16 საათი
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 5-6;
კურსის ღირებულება: 300 ლარი.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!
 
ტრეინინგებს უძღვება: სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი - სალომე შულაია.
 
გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე  ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება. 
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები