GE
SQL Server ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა: Access, PYTHON, SPSS

,,VIP Intellect Group” გთავაზობთ მსმენელთა მიღებას SQL Server ადმინისტრირება, გამოყენება და მხარდაჭერა: Microsoft Access; PYTHON, SPSS-ის კურსებზე;

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 21 წლიან გამოცდილებას!

სწავლა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე შეზღუდვების მოხსნიდან გამომდინარე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ოფისში დაცულია ყველა წესი, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს რაც სავალდებულოა.

MS SQL Server-ის ადმინისტრირების კურსი

კურსი განიხილავს რელაციური მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მეთოდებს. თეორიული ცოდნის მიღების გარდა სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების პრაქტიკულ გამოცდილებასა და ჩვევებს. კურსის ბოლოს მოსწავლეები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს და დამოუკიდებლად შეძლებენ ადმინისტრირება გაუწიონ მონაცემთა ბაზებს.
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობები:

  • Microsoft Windows ოპერაციული სისტემის და მისი ძირითადი ფუნქციების ცოდნა.
  • Transact-SQL-ზე მუშაობის გამოცდილება.
  • რელაციური მონაცემთა ბაზების ცოდნა.
  • გამოცდილება მონაცემთა ბაზების დიზაინის კუთხით.

კურსის შინაარსი:

  • SQL Server-ის დაინსტალირება.
  • SQL Server მონაცემთა ბაზების კონფიგურაცია.
  • SQL Server-ის აღდგენის მოდელების აღწერა.
  • მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების აღდგენა.
  • მონაცემთა ბაზების აღდგენა.
  • მონაცემების იმპორტი და ექსპორტი.
  • მომხმარებლების ავტორიზაცია.
  • სერვერული და მონაცემთა ბაზების როლები.
  • უფლებების გაცემა და კონფიგურაცია.
  • მონაცემთა ბაზების დაშიფვრა და აუდიტის გამოყენება.
  • SQL Server Agent-ის და Job-ების მართვა. 
  • SQL Server აგენტის უსაფრთხოების კონფიგურაცია.
  • მონაცემთა ბაზის ფოსტის, შეტყობინებების და გაფრთხილებების კონფიგურაცია.
  • მონაცემთა ბაზების შენარჩუნება.
  • SQL Profiler-ის, SQL Trace-ის კონფიგურაცია და მონაცემთა ბაზის ძრავის Tuning Advisor-ის გამოიყენება.
  • მონაცემების მონიტორინგი დინამიკური მართვის თვალსაზრისით.

ხანგრძლივობა: 12 ლექცია (კვირაში 2 ჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა: 1 სთ30წთ

სწავლის ღირებულება:

3-კაციდან ჯგუფში - 550 ლარი ერთი მსმენელისთვის;
ორკაციან ჯგუფში - 650 ლარი ერთი მსმენელისთვის;
ინდივიდუალურად - 850 ლარი; 

MS SQL სერვერის გამოყენება და მხარდაჭერა

სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტმა შეისწავლოს რელაციური მონაცემთა ბაზების დაგეგმვის, შექმნის და ექსპლუატაციის ეფექტური მეთოდები და დაეუფლოს მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ძირითად ხერხებს. კურსის ბოლოს სტუდენტები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის შინაარსი:

  • SQL Server-ის პლატფორმის გაცნობა.
  • SQL Server-ის დაინსტალირება.
  • SQL Server მონაცემთა ბაზების კონფიგურაცია.
  • T-SQL-ის შესავალი, SELECT მოთხოვნების დაწერა.
  • DML–ის გამოყენება მონაცემთა მოდიფიცირებისთვის.
  • მრავალი ცხრილიდან მონაცემების ქუერინგი, Join-ები, მონაცემთა დაჯგუფება და გაერთიანება.
  • მონაცემთა დახარისხება და გაფილტვრა, SQL Server-ის მონაცემთა ტიპებთან მუშაობა.
  • მონაცემთა კონვერტაცია, შეზღუდვები.
  • ფუნქციების, პროცედურების, ტრიგერები და ინდექსები.
  • მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების შექმნა და აღდგენა.
  • მომხმარებლების ავტორიზაცია.
  • სერვერული და მონაცემთა ბაზების როლები.
  • უფლებების გაცემა და კონფიგურაცია.
  • SQL Server-ის მართვის ავტომატიზაცია.
  • მონაცემების მონიტორინგი დინამიკური მართვის თვალსაზრისით.

ხანგრძლივობა: 12 ლექცია (კვირაში 2 ჯერ)
ლექციის ხანგრძლივობა: 1 სთ30წთ

სწავლის ღირებულება:

3-კაციდან ჯგუფში - 550 ლარი ერთი მსმენელისთვის;
ორკაციან ჯგუფში - 650 ლარი ერთი მსმენელისთვის;

Microsoft Access:

მოდული 1: ცარელი მონაცემთა ბაზის შექმნა, შენახვა, გახსნა. მონაცემთა ბაზის შექმნა შაბლონის დახმარებით. ცხრილის შექმნა - ინფორმაციის შეყვანით; ველების განსაზღვრით, სხვა ცხრილზე დაყრდნობით; ველის ტიპები - ტექსტური, რიცხვითი, ლოგიკური . . . ; შესაბამისი ველის ტიპის შერჩევა.

მოდული 2: ცხრილებთან/ველებთან/მონაცემთა ჩანაწერებთან მუშაობა - პირველადი გასაღების შექმნა, პირველადი გასაღები მრავალი ცვლადით; მონაცემების შეყვანა, რედაქტირება, ძებნა, ჩანაცვლება, წაშლა, ნავიგაცია, ფილტრი, სორტირება. რელიაციური მოდელები: ერთი ერთთან, ერთი მრავალთან; პირველადი და გარე გასაღები. ცხრილებს შორის მიმართებების შეგმნა, შეცვლა, წაშლა, ბეჭდვა. ინფორმაციის შენახვის ოპტიმიზაცია Table Analyzer - ის გამოყენებით.

მოდული 3: მონაცემთა ვალიდაცია ველის და ცხრილის დონეზე; ინდექსები და მათი საჭიროების წარმოქმნა; პირველადი გასაღები, ინდექსები განმეორებადი და არაგანმეორებადი მონაცემებით; Lookup ველის შექმნა, რედაქტირება; Lookup ველის ხედი ერთი ან რამოდენიმე ველით. Lookup ველი რამოდენიმე ჩანაწერით.

მოდული 4: ფორმების შექმნა; ცარელი ფორმის შექმნა, ფორმის შექმნა ოსტატის დახმარებით. ფორმის კავშირი ცხრილთან. ფორმის სხვადასხვა ხედი. ფორმის რედაქტირება - ველების დაჯგუფება და ჯგუფების დაშლა. ფორმაში ფილტრი, სორტირება, ძებნა, ნავიგაცია. დაქვემდებარებული ფორმების შემნა - მთავარი და დაქვემდებარებული ფორმები. დაქვემდებარების წესის და ველების განსაწღვრა. ფორმის ავტო ფორმატი.

მოდული 5: ფორმების ფუნქციონალობის გაძლიერება სხვადასხვა ობიექტის დამატებით (Text, Lable, Button, Tab, ComboBox, ListBox . . .). აღნიშნული ობიექტების თვისებები (სიგრძე, სიგანე, ფერი, ფონტი, გვერდი სტილი) შეცვლა, მათი კავშირი ველთან, მასკა. რედაქტირების აკრძალვა ველიას ან ფორმის დონეზე.

მოდული 6: ანგარიშების (Reports) ფორმირება; მარტივი ანგარიში, ანგარიშების ფორმირება ოსტატის გამოყენებით, ანგარიშები მრავალ ცხრილზე დაყრდნობით; ავტოფორმატი ანგარიშებში; მონაცემების სორტირება და ფილტი ანგარიშებში; ანგარიშის გახსნა სხვადასხვა რეჟიმში. ანგარიშების რედაქტირება; ცურცლის პარამეტრები.

მოდული 7: მოთხოვნების შექმნა ერთ ცხრილზე დაყრდნობით, მრავალ ცხრილზე დაყრდნობით, მოთხოვნაზე დაყრდნობით;ჩამატების, რედაქტირების და წაშლის მოთხოვნების შექმნა.

მოდული 8: მონაცემების ფილტრი და სორტირება მოთხოვნაში. ფუნქციების გამოყენება მოთხოვნაში; დაჯგუფების მოთხოვნები; ფილტრის როგორც მოთხოვნის შენახვა; დათვლადი ველების შექმნა მოთხოვნებში;

მოდული 9: მარტივი მაკროსების შექმნა; პროცესების ავრომატიზაცია. ფორმის და ანგარიშის გახსნა, მონაცემების განახლება პროგრამულად; ძებნა და ფილტრი მაკროსით; გლობალური ობიექტის TempVars გამოყენება. ორი Combobox ის შეთანხმებული მუშაობა. მენიუს შექმნა პროგრამულად.

მოდული 10: მონაცემთა იმპორტი და ექსპორტი სხვადასხვა ფორმატში; სხვა მონაცემთა წყაროდან ცხრილების დაკავშირება; იმპორტის და ექსპორტის სპეციფიკაციების შენახვა.

მოდული 11: ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული შაბლონური ქეისების მაგალითზე: Contacts, NorthWind

მოდული 12: ბაზის კონკრეტული სტრუქტურები კონკრეტული ქეისების მაგალითზე: „მომსახურება“, „წარმოება“, „დისტრიბუცია -რეალიზაცია“, “ადამიანური რესურსების მართვა”

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია 1სთ 30წთ-იანი.

ღირებულება: 

2/3 კაციან ჯგუფში 400 ლარი
ინდივიდუალურად - 500 ლარი

მონაცემთა ანალიზი პითონის გამოყენებით

კურსი წარიმართება 5 მოდულად.
თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 4 გაკვეთილი.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა საათნახევარი.
შესაძლებელია კურსის გარკვეული მოდულების არჩევა.

მოდულები:

  1. პითონზე პროგრამირება - numpy და pandas ბიბლიოთეკებთან მუშაობა.
  2. მონაცემთა ვიზუალიზაცია - matplotlib და bokeh ბიბლიოთეკებთან მუშაობა.
  3. რეგრესიულ და კლასიფიკაციის მოდელებთან მუშაობა - sklearn და xgboost ბიბლიოთეკებთან მუშაობა.
  4. ბუნებრივი ენის დამუშავება - spaCy და NLTK ბიბლიოთეკებთან მუშაობა.
  5. ნეირონულ ქსელებთან მუშაობა, სურათზე ობიექტის ამოცნობა - TensorFlow, PyTorch ბიბლიოთეკებთან მუშაობა.

ლექციები ტარდება - ინდივიდუალურად
კურსის ხანგრძლივობა: 20 ლექცია
კურსის ღირებულება: 800 ლარი

SPSS-ი და სტატისტიკა

კურსი განკუთვნილია მსმენელთათვის, ვისაც არ გააჩნია სტატისტიკურ პაკეტთან (SPSS) მუშაობის გამოცდილება და ასევე არ გააჩნია სტატისტიკური ანალიზის უნარჩვევები. კურსი მსმენელს შეასწავლის სტატისტიკური ანალიზის ძირითად მიდგომებს და პროცედურებს რაც დაეხმარება SPSS ში დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებაში. პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად მსმენელი აგრეთვე მიიღებს თეორიულ ცოდნასაც მსმენელისთვის გასაგებ, ნაკლებად ტექნიკური ტერმინებით.

კურსი მოიცავს: 10 ლექციას
ინდივიდუალურად: 450 ლარი
2-3-კაციან ჯგუფში: 350 ლარი

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები