GE

პეკინის ქ. N28, მე–6 სართ.             ტელ: (+995 32) 237 19 39         ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
თბილისი, საქართველო                           (+995) 593 61 82 12          ვებსაიტი: http://www.vipintellect.ge                                                                        (+995) 551 19 61 10          ფეისბუქი: http://on.fb.me/YD5BjQ

მეტი
ტრეინინგ-კურსი ჯანდაცვის მენეჯმენტში
ღირებულება: 320 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "VIP Intellect Group" გთავაზობთ ტრეინინგს ჯანდაცვის მენეჯმენტში!
 
კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.
 
მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რეცეფშენში, ქოლ-ცენტრში...

მოდულირებული პროგრამა მოიცავს:
  • თეორიულ სალექციო კურსს,
  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს,
  • ამოცანებს,
  • ქეისების აქტიურ ანალიზს,
  • მომზადებას და ტესტებს.
ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები. მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი: ჯანდაცვის პოლიტიკა, სისტემის შეფასება, ჯანდაცვის ეკონომიკა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ჯანდაცვის სფეროს მარკეტინგი, მართული ჯანდაცვა, ამბულატორიისა და საავადმყოფოს მართვა და სხვა საკითხები.
  • სამედიცინო ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, სამედიცინო სტატისტიკა, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია,
  • ჯანდაცვის სამართალი: ექიმის და პაციენტის უფლებები, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი ...
  • სადაზღვევო საქმე: ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაზღვევო სამართალი და სახელმწიფო და რეგულირება.
  • პროექტის მართვა: სამედიცინო პროცესის კასკადის და ჯანდაცვითი პროგრამების დაგეგმვა, პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა, ჯანდაცვის სფეროს კვლევები.
პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?
პროგრამა მსმენელს სთავაზობს:
  • ევროპის რეგიონში აღიარებულ ჯანდაცვის მენეჯმენტის კვალიფიკაციის სერტიფიკატის მინიჭებას;
  • ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ, არსებული ინსიტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში;
  • ტრენინგის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებული შეიძენს მართვის ზოგად უნარ-ჩვევებს: სერვის პლუს, ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს, ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში, სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია, დროის მართვის თანამედროვე მეთოდები, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები, კადრების შერჩევა, თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია, საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა, ზოგადი ფსიქოლოგია, კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამას სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში
გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და გაივლიან სასწავლო პრაქტიკას საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.
საუკეთესოები პრაქტიკას გაივლიან სრულიად უფასოდ!

პროგრამის ხანგრძლივობა:
კურსი მოიცავს: 24 საათს.
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია.
კურსის ღირებულება: 320 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები