GE

წერეთლის 87, ზ კორპუსი,             ტელ: (+995 32) 237 19 39         ელფოსტა: ninovipicg@gmail.com 
პირველი სართული,                                  (+995) 593 61 82 12          ვებსაიტი: http://www.vipintellect.ge დიდუბე პლაზას მოპირდაპირედ          (+995) 551 19 61 10          ფეისბუქი: http://on.fb.me/YD5BjQ  ;  
თბილისი, საქართველო                                                                      

მეტი
ტურ-ოპერატორის, ტურიზმის გიდებისა და ტურიზმის მენეჯმენტის კურსები

,,VIP Intellect Group“ გთავაზობთ: ტურ-ოპერატორის, ტურიზმის გიდებისა და ტურიზმის მენეჯმენტის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსებს!

შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 21 წლიან გამოცდილებას!

სწავლა შესაძლებელია, როგორც დისტანციურად, ასევე ტრენინგ ცენტრში მოსვლით!

გაითვალისწინეთ: კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოფისში შექმნილია ყველა პირობა, რაც დადგენილებით გვაქვს მითითებული, ვაწარმოებთ თერმოსკრინინს, ვავსებთ კითხვარს და იმ ყოველდღიურ მითითებებს რაც სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით.

ტურ-ოპერატორის მოსამზადებელი სასერტიფიკატო კურსი!

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. კურსდამთავრებულს ეძლევა რეალური შანსი,რომ მიიღოს კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეს პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში. ამავე დროს ეძლევათ საშუალება შეიძინონ ცოდნა, რომელიც მომავალში დაეხმარებათ ტურიზმის სფეროში ბიზნეს აზროვნების განვითარებაში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად ან ტურ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია. ამ პოზიციაზე სამუშაოდ საჭიროა სასწავლო კურსის გავლა, რომელიც შეუძლია ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ტურიზმით.

კურსი მოიცავს:

  • შეისწავლით ყველა იმ სისტემას, რომელიც საჭირო ტურის დასაგეგმად და არამარტო!
  • ტურ-პაკეტების დამუშავება
  • შემომყვანი ტურ-ოპერატორის პროგრამა: 
  • ტურ-პაკეტის შექმნა და ფასწარმოება
  • ტურისტული სფეროს სპეციფიკა, ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებები
  • ტურ-პაკეტების დაჯავშნა/შესყიდვის პრინციპები/მეთოდები
  • კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკა
  • ვიდეო გაკვეთილები, დავალებები
  • მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციფიკა
  • მსოფლიოს მასშტაბით ტურების დაგეგმვის პრინციპები
  • ავიაბილეთების დაჯავშნისა და გამოსყიდვის სისტემები
  • სამოგზაურო დაზღვევის გამოწერა
  • სარეკლამო ბანერების აწყობა
  • მუშა ჯგუფების და გვერდების შექმნა
  • სააგენტოს ფორმირება
  • კორესპონდეციების დამუშავება/წერილების შედგენა
  • ელ-ფოსტასთან მუშაობა, რეკლამირება
  • სასტუმროს ჯავშნის შესწავლა და გამოსყიდვის სისტემა

კურსი მოიცავს: 12 ლექციას
კურსის ღირებულება: 300 ლარი
კვირასი ჩატარდება 3 ლექცია

კურსს წარუძღვება: მარიამ ზაუტაშვილი, რომელიც რომელიც არის ტურისტული კომპანიის სერტიფიცირებული ხელმძღვანელი 6-წლიანი გამოცდილებით. პროფესიით უცხოენების სპეციალისტი.

ტურიზმის გიდის კურსები

  • რუსულენოვანი გიდების მომზადება-გადამზადება (კურსი რუსულად)
  • ინგლისურენოვანი გიდების მომზადება-გადამზადება (კურსი ინგლისურად)

კურსის პროგრამა:

  • საქართველოს ისტორიის მიმოხილვა (ყველა ტურისტულად აქტუალური რეგიონის გავლა) და ისტორიული ძეგლების შესწავლა;
  • ქართული ტრადიციების მიმოხილვა; 
  • საქართველოს კულტურა, ხელოვნება;
  • ტურის დაგეგმარება;
  •  სხვადასხვა ტურის შესწავლა: 
  • კულტურული ტური;
  • მომლოცველთა ტური;
  • ღვინის ტური;
  • გასტრონომიული ტური;
  • გიდის ზოგადი უნარ-ჩვევები; გიდის ეტიკეტი;
  • ექსკურსიის ჩატარების მეთოდიკა;
  • პრაქტიკული გასვლა ტურში და ადგილზე მუშაობის უნარების განვითარება;

ინგლისურენოვანი კურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია 
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი - თვეში 

რუსულენოვანიკურსის ხანგრძლივობა: 16 ლექცია - ორი თვე
კვირაში ჩატარდება 2 ლექცია
ერთი ლექციის ხანგრძლივობა: 2 ასტრონომიული საათი
კურსის ღირებულება: 250 ლარი - თვეში 

კურსის მსვლელობისას მსმენელებს ჩაუტარდებათ გასვლითი ტურები ორ სხვადასხვა ტურისტულად ყველაზე მოთხოვნდ ადგილას!

ორივე კურსის ბოლოს ჩატარდება შესაბამისი ტესტირება!

კურსის ბოლოს გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი!

კურსებს უძღვებიან: რუსული ენის და ინგლისური ენის კვალიფიციური, მილანის ტურიზმის გიდის ეთიკის სერტიფიკატის მფლობელი სპეციალისტები, რომელიც ამავდროულად მუშაობენ ტურისტულ გიდებად, გააჩნიათ რამოდენიმე წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გიდად მუშაობის VIP ტურისტებთან.

ტრენინგ კურსის სახელწოდება: ტურიზმის მენეჯმენტი

პროგრამის მიზანი: ტურიზმი დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ და პრაქტიკოს სპეციალისტებზე, სწორედ ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი ტურისტული კომპანიის მენეჯმენტთან ერთად შეიქმნა სპეციალიზირებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტურიზმის ყველა მოთხოვნას. თქვენ გეძლევათ რეალური შანსი, რომ მიიღოთ კვალიფიციური ცოდნა და შესაბამისად დასაქმდეთ პერსპექტიულ და განვითარებად სფეროში. ამავე დროს გეძლევათ საშუალება შეიძინოთ ცოდნა, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ ტურიზმის სფეროში ბიზნეს აზროვნების განვითარებაში.

პროგრამა განკუთვნილია: ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს ტურიზმის მენეჯერად ან ტურ ოპერატორად, ან შექმნას საკუთარი ტურისტული კომპანია.

პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან:

  1. ინტერაქციული ლექციები.
  2. სტაჟირება - პრესტიჟულ ტურისტულ კომპანიებში.

გამოცდილი სპეციალიტები არა მხოლოდ შეგასწავლიან ტურიზმს, როგორც სპეციალობას, არამედ გაგაცნობენ ამ სფეროსთვის დამახასიათებელ ყველა ნიუანსს, აგაცილებენ ისეთი შეცდომების დაშვების ალბათობას, რაც ნებისმიერ დამწყებ სპეციალისტს შეიძლება დაემართოს. საკუთარი და სხვა მსგავსი კომპანიების მაგალითებზე და სიტუაციურ ამოცანებზე დაყრდნობით გადმოგცემენ ყველა იმ სპეციფიურ საკითხს, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მენეჯერი ტურიზმის სფეროში. 

სრული კურსის და სტაჟირების გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ: ტურისტული კოპანიის მართვას, მიმზიდველი და გამორჩეული ტურების შექმნას და სწორად დაგეგმარებას. ასევე გამოიმუშავებთ იმ უნარ-ჩვევებს რაც აუცილებელია ტურიზმის მენეჯერისთვის, მიეჩვევით გუნდური მუშაობის პრონციპებს. 

კურსის ხანგრძლივობა: 12 ლექცია - 1სთ 30 წთ-იანი
ლექციები მიმდინარეობს - კვირაში 3-ჯერ.
სალექციო კურსის ღირებულება ჯგუფში: 300 ლარი.

კურსს უძღვება: ნინო დანელია, პრაქტიკოსი ტრენერი და სპეციალისტი, 9-წლიანი გამოცდილებით ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე, შიდა/გარე ტურები;

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება და ყველაზე მაღალი შეფასების მსმენელი სტაჟირებას გაივლის სრულიად უფასდ!

სტაჟირების ღირებულება ტურისტულ კომპანიაში: 200 ლარი. სტაჟირების ხანგრძლივობა: ერთი თვე. 

ხოლო გამორჩეული და აქტიური კურსდამთავრებული, სტაჟირებას გაივლის შემდეგ მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2021
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები