GE
პირდაპირი გზა გერმანიის უნივერსიტეტებისკენ - გოეთეს ინსტიტუტის პროგრამა!
ღირებულება: 1500 ლარი
პირდაპირი გზა გერმანიის უნივერსიტეტებისაკენ!

პროგრამის შესახებ:
გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება განათლების მაღალი ხარისხისა და სამომავლოდ წარმატებული კარიერის გარანტიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. პროგრამა "ხიდი განათლებისკენ" უზრუნველყოფს  გერმანიაში პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელში პირდაპირი ჩარიცხვის შესაძლებლობას.
 
"ხიდი განათლებისკენ" არის  ონლაინ სასწავლო პროგრამა. მისი მიზანი ენობრივი და საგნობრივი მომზადების პარალელურად, გერმანიაში სწავლის გაგრძელების მსურველების სოციალურ და სასწავლო გარემოში ადაპტაციისთვის მომზადებაა.
 
2015 წლიდან გერმანული პარტნიორი უნივერსიტეტები ყოველწლიურად გამოყოფენ ადგილებს პროგრამაში "ხიდი განათლებისკენ" ჩართული მოსწავლეებისათვის და სტუდენტებისთვის. მოსამზადებელი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს შეუძლიათ სკოლის დამთავრებისთანავე განაცხადი გააკეთონ ამ უნივერსიტეტებში. პროექტის მონაწილეებისთვის გამარტივებულია განაცხადის წარდგენის პროცედურა. ასევე სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალური მეურვეობის პროგრამით უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკის საგნებში და ფლობენ გერმანულ ენას B2 დონეზე.
 
დაწვრილებითი ინფორმაცია პარტნიორი უნივერსიტეტებისა და პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე.

განაცხადის წარდგენის ვადები: 01.09.2018–30.09.2018
პროგრამის დასაწყისი: 22.10.2018
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
კონტაქტი: თამარ შაშიაშვილი, პროგრამის ასისტენტი
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა გერმანული
  • სწავლის ფორმა დისტანციური
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები